პაკისტანი. ყარაჩის საფონდო ბირჟა
(Karachi Stock Exchange Ltd., KSE)
– პაკისტანში არსებული სამი ბირჟიდან ყველაზე მსხვილი. დაარსდა 1947 წელს. ბირჟა მასზე დარეგისტრირებული საბროკერო კომპანიების საკუთრებაა.
ვაჭრობების მოცულობა: $280 მლრდ.
ლისტინგი: 663 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $54,284 მლრდ (2006 წელი).
მოგება: დაახლოებით $3 მლნ (2004 წელი).
ძირითადი ინდექსი: KSE 100 – ასახავს ბირჟაზე განთავსებული 100 მსხვილი კომპანიის აქციების მდგომარეობას, რომლებზეც მოდის ბირჟის კაპიტალიზაციის მაჩვენებლის 90%.
2002 წელს ჟურნალმა Business Week-მა ყველაზე სწრაფად განვითარებად ბირჟათა ნუსხაში შეიტანა. 2002 წელს ბირჟის ძირითადი ინდექსი 112,2%-მდე გაიზარდა.
მისამართი: Stock Exchange Building, Stock Exchange Road, Karachi - 74000
ტელ: +92 (21) 111 001 122 ფაქსი: +92 (21) 241 0825
www.kse.com.pk e-mail: info@kse.com.pk
საუდის არაბეთის საფონდო ბაზარი
(Saudi Arabian Stock Market, Tadawul)
– ქვეყანაში არსებული ერთადაერთი სავაჭრო მოედანი. შედის მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟების ოცეულში. შეიქმნა 2001 წელს საუდის არაბეთის ფასიანი ქაღალდების ელექტრონული სისტემის Elecronic Securities Information Sustem ბაზაზე, რომელიც 1990 წელს დაარსდა. განთავსებულია ელ-რიადში. ეკუთვნის სახელმწიფოს.
ვაჭრობების მოცულობა: $ 1 ტრილიონი (2005 წელი).
ლისტინგი: 79 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $650 მლრდ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: TASI (Tadawul All Share Index) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: NCCI building, North Tower, King Fahd Rd., Box 60612, Riyadh 11555, Kingdom of Saudi Arabia;
www.tadawul.com.sa. e-mail: webinfo@tadawul.com.sa
სინგაპურის ბირჟა
(Singapore Exchange Ltd., SGX)
– დაარსდა 1999 წელს, სინგაპურის საფონდო ბირჟის (Stock Exchange of Singapore, SES) და სინგაპურის საერთაშორისო სავალუტო ბირჟის (Singapore International Monetary Exchange, SIMEX) შერწყმის შედეგად. ბირჟაზე ვაჭრობები მხოლოდ ელექტრონულ რეჟიმში ხორციელდება.
ვაჭრობების მოცულობა: $116, 457 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 686 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $294,4 მლრდ (2006 წელი).
მოგება: $294,4 მლრდ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: ALL-SE – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა სინგაპურული კომპანიის აქციების მდგომარეობას, რომლებიც სინგაპურულ დოლარებში ვაჭრობენ.
მისამართი: 2 Shenton Way, N 19-00 SGX Centre 1, Singapore 068804 ტელ: + 65 6236 8888. ფაქსი: + 65 6535 6994
www.sgx.com, e-mail: webmaster@sgx.com
ტაილანდის საფონდო ბირჟა
(Stock exchange of Thailand, SET)
– ტაილანდის ერთადერთი საფონდო ბირჟა, რომელიც მდებარეობს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში. სათავეს იღებს 1975 წელს შექმნილი ტაილანდის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო ბირჟიდან. დღევანდელი სახელწოდება მიიღო 1991 წელს და იმყოფება სახელმწიფო საკუთრებაში.
ვაჭრობების მოცულობა: $95,946 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 504 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $123,885 მლრდ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: SET Index – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: The Stock Exchange of Thailand building, 62 Ratchadapisek Road, Klongtoey, Bangkok 10110, Thailand
ტელ: +66 (2) 229 2000 ფაქსი : + 66 (2) 654 5649
www.set.or.th e-mail: infoproducts@set.or.th
ტაივანის საფონდო ბირჟა
(Taiwan Stock Exchange Corp., TSEC)
- ერთადერთი საფონდო ბირჟა ტაივანში. ახორციელებს აქციებით ობლიგაციებით და სხვა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას. დაარსდა 1961 წელს. ბირჟის აქციათა 47% სახელმწიფო ბანკებს და კომპანიებს ეკუთვნით, ხოლო აქციების დანარჩენი ნაწილი – კერძო კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.
ვაჭრობების მოცულობა: $585,379 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 696 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $476 მლრდ (2005 წელი).
მოგება: $34,8 მლნ (2004 წელი).
ძირითადი ინდექსი: TAIEX (Taiwan Stock Exchange Weighted Index) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 3F-B9-12F, No.7, Sec.5, Xinyi, Rd., Taipel, Taiwan 11049, Republic of China; ტელ: +886 (2) 8101 3101; ფაქსი : + 886 (2) 8101 3066
www.tse.com.tw e-mail: serv@tse.com.tw
იაპონია. ტოკიოს საფონდო ბირჟა
(Tokyo Stock Exchange Inc., TSE)
– იაპონიაში არსებული 5 ბირჟიდან ყველაზე მსხვილი და მსოფლიოში მეორე კაპიტალიზაციის მაჩვენებლის მიხედვით. დაარსდა 1878 წელს. 1943 წელს ყველა აიპონური ბირჟა გაერთიანდა “იაპონიის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო ბირჟად” (Japan Securities Exchange), რომლის ლიკვიდაცია 1947 წელს მოხდა. 1949 წელს ტოკიოს საფონდო ბირჟამ მუშაობა განაახლა. 2001 წელს მოხდა ბირჟის აქციონირება. ბირჟას გააჩნია წარმომადგენლობები ნიუ-იორკში, ლონდონში და სინგაპურში. ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, დერივატივებით.
ვაჭრობების მოცულობა: $4,482 ტრილიონი (2005 წელი).
ლისტინგი: 2373 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $4,687 ტრილიონი (2006 წელი).
მოგება: $46,35 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: TOPIX – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 1600 მსხვილი კომპანიის აქციების მდგომარეობას; Nikkei 225 - ასახავს 225 მსხვილი იაპონური კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 2-1 Nihombashi Kabutocho, Chuo-ku, Tokyo, 103-8220 Japan
ტელ: +81 (3) 3666 0141; ფაქსი : + 81 (3) 3639 5017
www.tse.or.jp
ოსაკას საფონდო ბირჟა
(Osaka Securities Exchange, OSE)
– ტოკიოს ბირჟის შემდეგ სიდიდით მეორე ბირჟა იაპონიაში. ახორციელებს ვაჭრობებს აქციებით, ფიუჩერსებით, ოპციონებით. დაარსდა 1878 წელს როგორც Osaka Stock Exchange Co., LTD. მეორე მსოფლიო ომში იაპონიის დამარცხების შემდეგ, 1945 წელს ბირჟა დაიხურა. დღევანდელი სახით ბირჟის მუშაობა აშშ-ის საოკუპაციო მთავრობამ 1949 წელს აღადგინა. 2001 წელს შეერწყა ტოკიოს საფონდო ბირჟას. ოსაკას საფონდო ბირჟა კერძო კომპანიაა და მისი აქციების 50% უცხოურ კომპანიებს ეკუთვნით.
ვაჭრობების მოცულობა: $216,3 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 1064 კომპანია (2005 წელი).
კაპიტალიზაცია: $3,060 ტრილიონი (2006 წელი).
მოგება: $27 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: 300 Common Stock Index – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 300 ყველაზე ლიკვიდური კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 8-16, Kitahama 1-chome, Chuo-ku, Osaka 541-0041 Japan
ტელ: +81 (6) 4706 0800 ; ფაქსი : + 81 (6) 6232 2113
www.ose.or.jp
ისრაელი. თელ-ავივის საფონდო ბირჟა
(Tel-Aviv Stock Exchange, TASE)
– ბირჟა ფასიანი ქაღალდების სავაჭრო ბიუროს ბაზაზე 1953 წელს შეიქმნა (Exchange Bureau for Securities). იგი კერძო კომპანიაა, თუმცა აქციონერთა შორის არიან ისრაელის ბანკებისა და საბროკერო კომპანიები.
ვაჭრობის მოცულობა: $48,97 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 584 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიზაცია: $122,578 მლრდ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: TA 25 da TA 100 – ასახავს ისრაელის 25 და 100 უმსხვილესი საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების აქციათა ღირებულებას. 1983 წელს სტრუქტურული ეკონომიკური კრიზისის გამო აქციათა კვოტირება 70%-ით დაეცა და ბირჟა ორი კვირით დაიხურა.
2006 წლის 5 იანვარს ვაჭრობის მოცულობამ რეკორდულ მაჩვენებელს $1 მილიარდს დღევანდელი მაჩვენებლით $223 მლნ-ს მიაღწია. ბაზრის აქტივიზაცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესაბის (ამ დღეს გადატანილი ინფარქტის შემდეგ პრემიერ-მინისტრს თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთდა) ფონზე მოხდა.
კონტაქტები: 54 Ahad Ha’am Street, Tel-aviv, Israel, 65202
ტელეფონები: +972 (3) 510 5379; www.tase.co.il; e-mail:: tasewebmaster@tase.co.il
ინდოეთი. ბომბეის საფონდო ბირჟა
(Bombay Stock Exchange Ltd., BSE)
- ინდოეთისა და აზიის უძველესი ბირჟა, რომელიც 1875 წელს როგორც ბირჟათა მაკლერების ადგილობრივი ასოციაცია შეიქმნა (The Native Share & Stock Brokers Association ). ხელისუფლებამ იგი ოფიციალურ სავაჭრო ბირჟად 1956 წელს აღიარა. 2005 წელს იგი კორპორაციად ჩამოყალიბდა.
ვაჭრობის მოცულობა: $158,982 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 4781 (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $553,074 მლრდ (2005 წელი)
მოგება: $15,632 მლნ (2004-2005 წლები)
ძირითადი ინდექსი: BSE-100 – საერთონაციონალური ინდექსი, მოიცავს მთელი ინდოეთის ბირჟებზე მოვაჭრე 100 უმსხვილეის კომპანიას.
კონტაქტები: Phiroze Jeejeebhoy Towers, Dalal Street, Mumbai, 400001, India
ტელეფონები: +91 (22) 2272 1233/4; ფაქსი: +91 (22) 2272 1919
www.bseindia.com; e-mail: info@bseindia.com
ინდონეზია. ჯაკარტის საფონდო ბირჟა
(Jakarta Stock Exchange, JSX)
– ჰოლანდიური კოლონიალურმა მთავრობამ ბატავიაში (1949 წლიდან ჯაკართა) 1912 წელს გახსნა. პირველი მსოფლიო ომისა და იაპონიის ოკუპაციის პერიოდში (1942-1945 წლები), ასევე ბირჟის დამოუკიდებლობის დასაწყისში (1952 წლიდან) იგი რამდენჯერმე გაიხსნა და დაიხურა. საბოლოოდ მან მუშაობა 1977 წელს განაახლა. 1992 წელს JSX-ს პრივატიზაცია განხორციელდა. 1995 წლიდან ბირჟა ელექტრონულ სავაჭრო სისტემაზე გადავიდა.
ვაჭრობის მოცულობა: $41,634 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 336 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიაზაცია: $81,428 მლრდ (2004 წელი)
მოგება: $4,2 მლნ (2004 წელი)
ძირითადი ინდექსი: JSX Composite – ასახავს ბირჟაზე ყველა კომპანიის აქციების მდგოამერობას.
კონტაქტები: Jl. Jend.Sudirman Kav. 52-53, Jakarta, 12190, Indonezia
ტელეფონები: +62 (21) 515 0515; ფაქსი: +61 (21) 515 3565
www.jsx.co.id; e-mail: corsec@jsx.co.id
ირანი. თეირანის საფონდო ბირჟა
(Tehran Stock Exchange, TSE)
– ირანში სავაჭრო ბირჟის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1936 გაჩნდა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო და შემდგომი პოლიტ-ეკონომიკური მდგოამერობის გამო ბირჟა 1968 წლამდე ვერ ჩამოყალიბდა. ისლამური რევოლუციის შედეგად კერძო სექტორის შემცირებამ 1979 წელს ბირჟა თითქმის უფუნქციოდ დარჩა. ვაჭრობა მხოლოდ 1989 წელს განახლდა, ეს კი მასობრივი პრივატიაციის პროცესის დაწყებას უკავშირდება. იგი არაკომერციულ სახელმწიფო გაერთიანებას წარმოადგენს.
ვაჭრობის მოცულობა: $7,866 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 420 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიზაცია: $36,440 მლრდ (2004 წელი)
ძირითადი ინდექსი: TEPIX – ასახავს ბირჟაზე ყველა კომპანიის აქციების საშუალო ფასებს.
კონტაქტები: 228 Hafes Avenue, P.O. Box 11355-399, IR-11389,Tehran, Iran
ტელეფონები: +98 (21) 6670 8385; ფაქსი: +98 (21) 6671 0111
www.tse.ir; e-mail: info@tse.ir
ჰონგკონგის საფონდო ბირჟა
(Hong Kong Exchanges and Clearing Limited, HKEx)
– აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ტოკიოს საფონდო ბირჟის შემდეგ მეორე უმსხვილესი საფონდო ბირჟაა, ხოლო მსოფლიოში მერვე ადგილი უჭირავს. იგი ვაჭრობს აქციებით ობლიგაციებით, დერივატივებით, ფიუჩერსების ინდექსებით. ჰონგკონგის საფონდო ბირჟა XIX საუკუნის დასაწყისში იღებს სათავეს. თავად HKEx ჰონგკონგის სამი ბირჟის – საფონდო და ფიუჩერსული ბირჟისა და კლირინგული კომპანიის გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა.
ვაჭრობის მოცულობა: $464,273 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 1135 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიაზაცია: $1,144 ტრლნ (2006 წელი)
მოგება: $172,8 მლნ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: S&P/HKEx LargeCap – ასახავს 25 აქციის მდგომარეობას, რომლის წილი ბირჟის კაპიტალიზაციის 75%-ია. 1997 წლის 23 ოქტომბრის მღელვარების გამო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ აზიის სავალუტო-საფინანსო კრიზისით იყო გამოწვეული, ბირჟის წამყვანი ინდექსი 10,4%-ით დაეცა, ხოლო კაპიტალიზაციის სახით $29,3 მლრდ დაკარგა.
კონტაქტები: 12/F One International Finance Centre, 1 Harbour View Street, Central, Hong Kong; ტელეფონები: +852 2522 1122; ფაქსი: +852 2295 3106
www.hkex.com.hk; e-mail: info@hkex.com.hk
ჩინეთი. შანხაის საფონდო ბირჟა
(Shanghai Stock Exchange, SSE)
– კონტინენტური ჩინეთის უმსხვილესი სავაჭრო მოედანი აზიური ბირჟების ერთ-ერთი ლიდერი ბირჟაა. იგი წელს დაარსდა. იგი არაკომერციული ორგანიზაციაა და ფასიანი ქაღალდების KNP-ს კომისიის (China Securites Regulatory mission) მმართველობაშია.
ვაჭრობის მოცულობა: $116,457 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 833 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიაზაცია: $286,19 მლრდ (2006 წელი)
ძირითადი ინდექსი: SSE Composite – ასახავს ბირჟაზე მოქმედი კომპანიების მდგომარეობას.
კონტაქტები: 538 South Pudong Road, Shangai, 200120, PR China
ტელეფონები: +86 (21) 6880 8888; ფაქსი: +86 (21) 6880 4868
www.sse.com.co; e-mail: webmaster@secure.sse.com.co
სამხ. კორეის ბირჟა
(Korea Exchange, KRK)
– მსოფლიოში დერივატივებით გარიგების უმსხვილესი საფონდო ბირჟა, უმსხვილესი კაპიტალიზაციის ბირჟების ოცეულში შედის. იგი ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, ვალუტებითა და სავალუტო ფიუჩერსებით. იგი 2004 წელს კორეის საფონდო ბირჟის (Korea Stock Market), კორეის ფიუჩერსული ბირჟის (Korea Futures Exchange) და საფონდო ბირჟის კორეული ასოციაციის (Korea Securities Dealers Association, KOSDAQ)) გაერთიანების შედეგად ჩამოყალიბდა. იგი ოფიციალურად 2005 წლის 19 იანვარს. სათაო ოფისი პუსანშია განთავსებული. ბირჟა საბროკერო კომპანიებს ეკუთვნის.
ვაჭრობის მოცულობა: $1,211 ტრლნ (2005 წელი)
ლისტინგი: 708 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $718 მლრდ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: KOSPI (Korea Composite Stock Price Index) – ასახავს ბირჟაზე მოვაჭრე ყველა კომპანიის აქციების მდგომარეობას.
კონტაქტები: 50 Joongang-dong 5-Ga,Joong-gu,Busan,Republic of Korea
ტელეფონები: +82 (51) 662 20005; ფაქსი: +82 (51) 662 2991
www.krx.co.kr; e-mail: webmaster@krc.co.kr
მალაიზიის ბირჟა
(Bursa Malaysia, KLSE)
– მალაიზიის წამყვანი ბირჟა. ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, ფიუჩერსებით, ოფციებით და ვალუტით. ჩამოყალიბდა 1964 წელს და ტავიდან მალაიზიის საფონდო ბირჟის სახელს (Stock Exchange of Malaysia) ატარებდა. სინგაპურის მალაიზიიდან გამოყოფის შემდეგ 1965 წელს მას მალაიზიისა და სინგაპურის საფონდო ბირჟა (Stock Exchange of Malaysia and Syngapore) ეწოდა. 1973 წელს სინგაპურის (Stock Exchange of Syngapore, SES) და ლუალა-ლუმპურის (Kuala Lumpur Stock Exchange, KLSEB) საფონდო ბირჟებად გაიყო. 2004 წელს ნახევარზე მეტი აქციები სახელმწიფოს ეკუთვნის.
ვაჭრობის მოცულობა: $51,601 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 1027 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $180,518 მლრდ (2005 წელი)
მოგება: $21,5 მლნ (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: KLCI (Kuala Lumpur Composite Index) – ასახავს 100 უმსხვილესი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
კონტაქტები: Marketing Communications Group, Business Development, 10 th floor, Exchange Square, Bukit Kewangan, 50200 Kuala Lumpur, Malaysia
ტელეფონები: +60 (3) 2034 7000; ფაქსი: +60 (3) 2732 0069
www.bursamalauysia.com; e-mail: enquires@bursamalaysia.com