ავსტრია. ვენის საფონდო ბირჟა
(Wiener Boerse AG, VSX)
– მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ავსტრიის ერთადერთი სავაჭრო ბირჟა. ახორციელებს აქციებით, ობლიგაციებითა და დერივატივებით ვაჭრობას. იგი 1771 წელს დედოფალმა მარია ტერეზამ დაარსა. არის კერძო კომპანია.
საერთო მოცულობა: $46,468 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 110 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $157,358 მლრდ (2006 წელი)
მოგება: 8,12 მლნ ევრო (2004 წელი)
საერთო ინდექსი: WBI (Wiener Boerse Index) 1873 წლის 9 მაისს მასშტაბური სავაჭრო ოპერაციის განხორციელების შედეგად ბირჟამ კრახი განიცადა, რამაც სათავე ჩაუყარა პირველ დიდ დეპრესიას, რომელიც 1896 წლამდე გაგრძელდა. 2000 წლის შემოდგომაზე ბირჟის ისტორიაში უდიდესი გარიგება შედგა – 14 მლრდ ავსტრიული შილინგის აქციები კომპანია Telekom Austria AG ganaTavsa შეისყიდა.
კონტაქტები: Wallnerstrasse 8, A-1014, Wien. ტელეფონები: +43 (1) 53 1650
ფაქსი: +43 (1) 532 9740
www.wienerborse.at
e mail: info@wienerborse.at
დიდი ბრიტანეთი. ლონდონის მეტალების ბირჟა
(London Metal Exchange, LME)
- ფერადი ლითონების მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ბაზარი. ის 1571 წელს დაარსდა, სამეფო ბირჟის (Royal Exchamge) შექმნის შედეგად. ბირჟამ დღევანდელი სახელწოდება 1877 წელს მიიღო. იგი კერძო კომპანიას წარმოადგენს. ახორციელებს რვა სახის ფერადი ლითონებით (ალუმინი, თუთია, ნიკელი, კალა, ალუმინის შენადნობი და ჩრდილოამერიკული სპეციალური ალუმინის შენადნობი NASAAC) ვაჭრობას.
ვაჭრობის მოცულობა: დაახლოებით $3 ტრილიონი (2005 წელი).
მოგება: 322 ათასი ევრო (2004 წელი).
ძირითადი ინდექსი: LMEX (London Metal Exchange Index) – ასახავს შვიდი სახეობის ფერადი ლითონის ფასებს.
ლონდონის საფონდო ბირჟა
(London Stock Exchange, LSE)
– მსოფლიოს უმსხვილესი ბირჟა. დაარსდა 1698 წელს, როდესაც ლონდონში დაიწყეს ინგლისური კომპანიების აქციებსა და მთელი რიგი პროდუქციის ფასების გამოქვეყნება. ოფიციალურად დაარსდა 1801 წელს. 1986 წელს ბირჟის მუშაობის წესები შეიცვალა და ბირჟა კომერციულ საწყისებზე გადავიდა.
ამჟამად ბირჟა შედგება ძირითადი ბაზრისგან, ალტერნატიული ინვესტიციების ბაზრისგან და დერივატივების EDX London ბაზრისგან. 2006 წლის აპრილში ლონდონის ბირჟის აქციათა 15% NASDAQ-მა შეისყიდა და იმავე წლის მაისში თავისი წილი 18,7%-მდე გაზარდა. მეორე უმსხვილესი მესაკუთრე LSE ბრიტანული ბანკი Barclays-ია, რომელიც აქციათა 6,6%-ს ფლობს.
ვაჭრობის მოცულობა: $5,678 ტრლნ (2005 წელი)
ლისტინგი: 3169 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $3,783 ტრლნ (2006 წელი)
მოგება: 62,2 მლნ ევრო (2004-2005 წლები)
ძირითადი ინდექსი: FTSE 100 – წარმოადგენს 100 უმსხვილესი კომპანიის აქციებს, რომელიც ერთგვარი ბარომეტრია ბრიტანული ეკონომიკური მდგომარეობის. ის ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ინდექსია.
1945 წლის სექტემბერში ბირჟის შენობას გერმანული რაკეტა დაეცა, რის შემდეგაც ბირჟა დროებით გადაიტანეს სარდაფში.
1987 წლის 19 ოქტომბერს (“შავი ორშაბათი”) ინდექსი FTSE 100 30%-ით დაეცა და ბაზრის კაპიტალიზაცია 63 მლრდ ევროთი შემცირდა. ამან სათავე ჩაუყარა ახალ ეკონომიკურ კრიზისს და გაგრძელდა 1990 წლამდე.
2000 წლის 5 აპრილს ვაჭრობა LSE თითქმის 8 საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ელექტროენერგიის გათიშვის გამო. შედეგად FTSE 100 ინდექსი 0,74%-ით დაეცა.
კონტაქტები: 10 Paternoster Square, London, EC4M7LS
ტელეფონები: +44 (20) 7797 1000; ფაქსი: +44 (20) 7334 8954 www.londonstockexchange.com/en-gb/
e mail: marketshareservice@londonstockexchange.com
ლონდონის საფრახტო ბირჟა
(The Baltic Exchange Ltd., BaltEx)
– საფრახტო გარიგებების უდიდესი ბირჟა. შეიქმნა 1857 წელს The Baltic Company Ltd. მიერ. 1902 წელს ლონდონის კონკურენტ სანაოსნო ბირჟასთან (London Shipping Exchange) გაერთიანდა.
მოგება: 1,7 მლნ ევრო (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: BDI, BCI, BPI, BHMI, BSI, BHI – ასახავენ სხვადასხვა ტიპის გემებით სატვირთო გადაზიდვების საშუალო ტარიფებს.
1992 წელს ცნობილი ტერაქტის შედეგად ბირჟის შენობა თითქმის სრულად დაინგრა, დაიღუპა სამი თანამშრომელი. ტერაქტით მიყენებული ზარალი 350 მლნ ევროდ შეფასდა, ამის მიუხედავად ბირჟამ საქმიანობა ხუთ დღეში განაახლა.
კონტაქტები: 38 St.Mary Axe, London, EC3A 8BH, UK.
ტელეფონები: +44 (20) 7623 5501 ფაქსი: +44 (20) 7369 1622
www.balticexchange.com
e mail: enquires@balticexchange.com
უნგრეთი. ბუდაპეშტის საფონდო ბირჟა
(Budapest Stock Exchange Ltd., BSE)
– უნგრეთის წამყვანი საფონდო ბირჟა. ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებითა და დერვატივებით. დაარსდა 1864 წელს პეშტში როგორც სასაქონლო და საფონდო ბირჟა (Commodity and Stock Exchange).
ვაჭრობის მოცულობა: $24,151 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: $43 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $37,48 მლრდ (2006 წელი)
მოგება: $5 მლნ (2004 წელი)
ძირითადი ინდექსი: BUX (Share Index of the BSE) – ასახავს ბირჟაზე არსებული კომპანიების აქციების მდგომარეობას. 1931-1932 წლებში, დიდი დეპრესიის დროს, მძიმე ეკონომიკურმა სიტუაციამ ბირჟის დახურვა გამოიწვია. 1948 წელს ბირჟამ კვლავ შეწყვიტა საქმიანობა. მუშაობის განახლება მხოლოდ 1990 წელს ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან ერთად გახდა შესაძლებელი.
კონტაქტები: Deak Ferenc u. 5, H-1051. Budapest, Hungary
ტელეფონები: +36 (1) 429 6857 ფაქსი: +36 (1) 429 6899
www.bse.hu info@bse.hu
გერმანია. ფრანკფურტის ბირჟა
(Frankfurter Wertpapierboerse, FWB)
– მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟა. იგი არის Deutsche Boerse Group AG-ის ბირჟის ოპერატორი. ბირჟის არსებობის საწყის წერტილად მიიჩნევა ფრანკფურტ-ნა-მაინეზე ვაჭრების მიერ 1585 წელს ერთიანი გაცვლითი სავალუტო კურსის შემოღება. იგი ამ მომენტისთვის ევროპის სავაჭრო ცენტრად მიიჩნეოდა. გერმანიაში ლიდერი პოზიცია უჭირავს 1949 წლიდან.
ვაჭრობის მოცულობა: $1,915 ტრლნ (2005 წელი)
ლისტინგი: $764 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიზაცია: $1,303 ტრლნ (2006 წელი)
მოგება: 429,8 მლნ ევრო (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: DAX (Deutscher Aktienindex) – ასახავს 30 მსხვილი გერმანული კომპანიის აქციებს და წარმოადგენს გერმანული ეკონომიკის ბარომეტრს.
კონტაქტები: Neue Borsenstrasse, 160485, frankfurt Main, Germany
ტელეფონები: +49 (69) 2111 1800; ფაქსი: +49 (69) 2111 4501
www.deutsche-boerse.com
e mail: info@deutsche-borse.com
დერივატივების ევროპული ბირჟა
(European Derivation Exchange, Eurex)
– მსოფლიოს წამყვანი ელექტრონული ფიუჩერსებისა და ოპციების ბირჟა. შეიქმნა 1998 წელს გერმანული სასწრაფო ფიუჩერსული ბირჟის (Deutsche Terminborse, DTB), შვეიცარიის ოპციებისა და საფინანსო-ფიუჩერსული ბირჟის (Swiss Options and Financial Futures Exchange, SOFFEX) გაუქმების შედეგად. სათაო ოფისი ფრანკფურტ-ნა-მაინეზე მდებარეობს, ფილიალები აქვს ციურიხში, ლონდონში, პარიზსა და ჩიკაგოში. იგი კერძო კომპანიაა, მისი მფლობელები და ოპერატორებია - Deutsche Boerse AG da Sveicaruli birJa (Swiss Exchange).
ბრუნვა: 90,4 ტრლნ. ევრო, 1,25 მლრდ კონტრაქტი (2005 წელი).
მოგება: დაახლოებით 50 მლნ ევრო (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი არ გააჩნია. შიდა ინდექსი არსებობს მხოლოდ ფიუჩერსული კონტაქტების სახით. მათ შორის DAX (indeqsi Deutsche Boerse), DJ Euro Stoss (ევროზონის ინდექსი). 1999 წელს Eurex დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ დასახელებულია მსოფლიოში უმსხვილეს ფიუჩერსულ ბირჟად.
კონტაქტები: Neue Borsenstrausse 1 60487, Frankfurt am Main, Germany
ტელეფონი: +49 (69) 2111 1700 ფაქსი: +49 (69) 2111 1701
www.eurexchange.com/index.html ;
e mail: customer.support.frankfurt@eurexchange.com
საბერძნეთი. ათენის საფონდო ბირჟა
(Athens Stock Exchange, ATHEX)
– საბერძნეთის ცენტრალური ბირჟა. იგი 1876 წელს ფასიანი ქაღალდების ბაზრის დამოუკიდებელი სახელმწიფო ოპერატორის სტატუსით შეიქმნა. 1997-1998 წლებში მისი პრივატიზირება მოხდა, ხოლო 2000 წელს მისი აქციების 40,7%, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნოდა ჰოლდინგ Hellenic Exchange S.A.-s (HELEX)) გადაეცა.
ვაჭრობის მოცულობა: $65,131 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 304 კომპანია (2005 წელი)
კაპიტალიზაცია: $145,121 მლრდ (2005 წელი)
მოგება: 13,8 მლნ ევრო (2003 წელი)
ძირითადი ინდექსი: ATHEX Composite Share Price Index – ასახავს უდიდესი კაპიტალიზაციის მქონე 60 კომპანიის აქციათა მდგომარეობას.
კონტაქტები: 10 Sophocleous Street, 105 59, Athens, Greece
ტელეფონები: +30 (210) 336 6800; ფაქსი: +30 (210) 331 1975
www.ase.gr e-mail: helpdesk@ase.gr
დანია. კოპენჰაგენის საფონდო ბირჟა
(OMX Copenhagen Stock exchange, CSE)
– დანიის ცენტრალური ბირჟა. იგი ვაჭრობს აქციებით, საინვესტიციო სერტიფიკატებით, ობლიგაციებით და დერივატივებით. იგი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში მეფე ქრისტიან IV-მ დაარსა. 2005 წლის აპრილიდან იგი შედის შვედური ბირჟების ოპერატორების OMX შემადგენლობაში, რომელიც აგრეთვე აკონტროლებს სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების სავაჭრო ბირჟებს .
ვაჭრობის მოცულობა: დაახლოებით $150 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 252 კომპანია (2004 წელი)
კაპიტალიზაცია: დაახლოებით $150 მლრდ (2004 წელი)
ძირითადი ინდექსი: OMXC20 (OMX Copenhagen 20) – ასახავს 20 აქტიური სავაჭრო კომპანიის აქციების მდგომარეობას
.
კონტაქტები: Nikolay Plads 6, PO1040, 1007 Copenhagen k, Denmark
ტელეფონი: +45 (33) 93 3366; ფაქსი: +45 (33) 12 8613
www.cse.dk e-mail: copenhagen@omxgroup.com
ესპანეთის საფონდო ბირჟა
(Bolsas y Mercados Espanoles, BME group)
– ესპანეთის გაერთიანებული საფონდო სისტემა, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ ყველა ბირჟას და მოქმედებს როგორც ქვეყნის ერთიანის საბირჟო სისტემა. იგი 2002 წელს კერძო კორპორაციად ჩამოყალიბდა, რომლის შემადგენლობაში მადრიდის (ჩამოყალიბდა 1893 წელს), ბარსელონის (1915 წელი), ბილბაოს (1890 წელი) და ვალენსიის (1813 წელი) საფონდო ბირჟები შედიან.
კაპიტალიზაციის მოცულობით იგი მსოფლიო საფონდო ბირჟების პირველ ათეულში შედის. სათაო ოფისი მადრიდში მდებარეობს. იგი 100 ესპანურ ბანკს, საკრედიტო კორპორატივებს და საბროკერო ორგანიზაციებს ეკუთვნის.
ვაჭრობის მოცულობა: $1,566 ტრლნ (2005 წელი)
კაპიტალიაზაცია: $1,037 ტრლნ (2006 წელი)
მოგება: 94 მლნ ევრო (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: IGBM (Indice General de la Bolsa de Madrid) – მადრიდის ბირჟის მთავარი ინდექსი, ასახავს ბირჟაზე მსხვილი კომპანიების აქციებს, რომელთა ნუსხა ყოველ ექვს თვეში ერთხელ გადაიხედება. 2004 წლის 11 მარტს მადრიდში განხორციელებული ტერაქტების შემდეგ ინდექსი IGBM სამი სავაჭრო დღის განმავლობაში 7,8%-ით დაეცა, ამის შემდეგ კი იგი ისევ თავის ნიშნულს დაუბრუნდა.
კონტაქტები: Palacio de Bolsa Plaza de la Lealtad 1/Juan de Mena 2, Madrid 28014, Spain
ტელეფონები: 34 (1) 589 1397; ფაქსი: 34 (1) 531 2290
www.bolsasymercados.es
იტალიის საფონდო ბირჟა
(Borsa Italiana, ISE)
– იტალიის უდიდესი ბირჟა, რომელიც მილანში მდებარეობს. გაიხსნა 1998 წელს. შედის Borsa Italiana Group (აქციონერთა შორის შედის უცხოური კომპანიები და მსხვილი იტალიური ბანკები).
ვაჭრობის მოცულობა: $1,294 ტრლნ (2005 წელი)
ლისტინგი: 281 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიაზაცია: $899,444 მლრდ (2005 წელი)
მოგება: 52 მლნ ევრო (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: S&P/MIB – ასახავს 40 უმსხვილესი კომპანიის აქციათა ღირებულებას, რომელთა ნუსხა გამუდმებით იცვლება.
კონტაქტები: Piazza degli Affari, 6, 20123, Milan, Italy
ტელეფონები: +39 (02) 724 261 ფაქსი: +39 (02) 7200 4333
www.borsaitalia.it e-mail: info@borsaitalia.it
ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა
(Luxemburg Stock Exchange, LUX)
– ქვეყნის ერთადერთი სავაჭრო მოედანი. დაარსებულია 1927 წელს. 1928 წლიდან სააქციო კომპანიაა. 1961 წელს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ სხვა სავაჭრო ბირჟებთან ერთად დაარსა ბირჟათა მსოფლიო ფედერაცია (World Federation of Exchanges, WFE), 2001 წლამდე მას საფონდო ბირჟების საერთაშორისო ფედერაცია ერქვა (International Federation of Stock Exchanges, FIBV).
ვაჭრობის მოცულობა: $245,735 მლრდ (2005 წელი)
ლისტინგი: 259 კომპანია (2006 წელი)
კაპიტალიზაცია: $50,5 მლრდ (2005 წელი)
მოგება: $63,318 მლრდ (2006 წელი)
ძირითადი ინდექსი: LUX General Price Index – ასახავს ბირჟაზე მოვაჭრე 50-მდე მსხვილი კომპანიის მდგომარეობას.
კონტაქტები: P.O. Box 165, L-2011 Luxembourg; ტელეფონები: +352 47 79 36 200
ფაქსი: +352 47 79 36 369 www.bourse.lu e-mail: dms@bourse.lu
ბირჟა Euronext
– კაპიტალიზაციის მაჩვენებელის მიხედვით მსოფლიოში მეექვსე ადგილზე დგას. ბირჟის მფლობელი -Euronext N.V. ჯგუფი, დაარსდა ამსტერდამის, ბრიუსელის და პარიზის საფონდო ბირჟების შერწყმის შედეგად. ძირითადი ოფისი მდებარეობს ამსტერდამში, ფილიალები – ბრიუსელში, ლისაბონში, ლონდონში და პარიზში.
ვაჭრობების მოცულობა: $2,906 ტრილიონი (2005 წელი).
ლისტინგი: 959 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $2,897 ტრილიონი (2006 წელი).
მოგება: 255,2 მლნ ევრო (2005 წელი)
ძირითადი ინდექსი: FTSEurofirst 100 - ევროზონის 60 ყველაზე მსხვილი და 40 სხვადასხვა სექტორის კომპანიათა აქციები.
მისამართი: Beursplein 5, Amsterdam 1012 JW, The Netherlands;
ტელ: +31 (20) 550 4444; ფაქსი: +31 (20) 550 4900
www.euronext.com e-mail: info@euronext.com
სკანდინავიის ენერგეტიკული ბირჟა
(Nordic Power Exchange, Nord pool)
– ერთიანი სავაჭრო სისტემა, რომელიც ემსახურება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. შეიქმნა 1996 წელს ნორვეგიის ენერგეტიკული ბირჟის Statnett Market AS და შვედური კომპანიის Affaersverket Svenska Kraftnat –ის გაერთიანების შედეგად. ორივე მათგანს Nord pool-ის აქციათა 50-50% ეკუთვნით.
ბირჟის სათაო ოფისი ოსლოში მდებარეობს, ხოლო ფილიალები – სტოკჰოლმში, ფრედერისიაში (დანია) და ჰელსინკში. ახორციელებს ელექტროენერგომატარებლებზე სავაჭრო ოპერაციებს.
ვაჭრობების მოცულობა: $57,61 მლრდ (2004 წელი).
მოგება: $6,072 მლნ (2004 წელი).
ძირითადი ინდექსი: არა აქვს. ინდექსის ნაცვლად გამოიყენება ელექტროენერგიის ფასი და ფასები გაზის ემისიაზე.
მისამართი: Vollsvej 13-B, Lysaker, Norway, 1324
ტელ: +47 (67) 52 80 00; ფაქსი: +47 (67) 52 80 01
www.nordpool.no, e-mail: information@nordpool.com
რუსეთის სავაჭრო სისტემა
(Russian Trading System, RTS)
– შეიქმნა 2002 წელს რამდენიმე საფონდო ბირჟის შერწყმის შედეგად. ახორციელებს ვაჭრობებს აქციებით, ობლიგაციებით, საინვესტიციო პაიებით, ფიუჩერსებით და ოპციონებით. ბირჟის მფლობელები არიან საბროკერო-სადილერო კომპანიები, ბანკები და საინვესტიციო კომპანიები.
ვაჭრობების მოცულობა: $7,8 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 284 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $693,242 მლრდ (2006 წელი).
მოგება: $5,6 მლნ (2004 წელი).
ძირითადი ინდექსი: RTSI – ასახავს 50 ყველაზე ლიკვიდური და კაპიტალიზირებული აქციების მდგომარეობას.
მისამართი: 127006, მოსკოვი, დოლგორუკოვის ქ. 38
ტელ: +7 (495) 705 9031 ფაქსი: +7 (495) 733 9703
www.rts.ru e-mail: info@rts.ru
თურქეთი.სტამბულის საფონდო ბირჟა
(Istambul Stock exchange, ISE)
- ერთადაერთი ბირჟა თურქეთში. დაარსდა 1866 წელს. ამჟამინდელი სახელწოდება მიიღო 1985 წელს. 1994 წლიდან ბირჟაზე სავაჭრო ოპერაციები მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხორციელდება. ბირჟა ვაჭრობს აქციებით, ობლიგაციებით, დერივატივებით და ვალუტით. ეკუთვნის სახელმწიფოს.
ვაჭრობების მოცულობა: $200,858 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 306 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $177,18 მლრდ (2006 წელი).
მოგება: $30,1 მლნ (2003 წელი).
ძირითადი ინდექსი: XUTUM (ISE National All Shares Index) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული ყველა ნაციონალური კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: Resitpasa Mah. Tuncay Artun Cd., Emirgan 34467, Istanbul, Turkey;
ტელ: +90 (212) 298 2100 ; ფაქსი : + 90 (212) 298 2500
www.ise.org e-mail: info@ise.org
შვეიცარიის ბირჟა
(Swiss Exchange, SWX)
– ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული ბირჟა, რომელიც ახორციელებს ვაჭრობებს აქციებით, ობლიგაციებით და დერივატივებით. დაარსდა 1995 წელს ჟენევის, ბაზელის და ციურიხის ბირჟების გაერთიანების შედეგად. 1996 წლიდან ვაჭრობები მიმდინარეობს ელექტრონულ რეჟიმში.
ვაჭრობების მოცულობა: $973,5 მლრდ (2005 წელი).
ლისტინგი: 358 კომპანია (2006 წელი).
კაპიტალიზაცია: $1,039 ტრილიონი (2006 წელი).
მოგება: $100,8 მლნ (2005 წელი).
ძირითადი ინდექსი: SMI (Swiss Market Index) – ასახავს ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებული 30 უმსხვილესი კომპანიის აქციების მდგომარეობას.
მისამართი: Selnaustrasse 30, Postfach, CH-8021, Zurich, Switzerland
ტელ: +41 (1) 58 854 5454; ფაქსი : + 41 (1) 58 854 5455
www.swx.com