GE EN
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი IMF-ის და WB-ის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდება მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს.ორმხრივი მოლაპარაკებები, ასევე, შედგება საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში, სარეიტინგო და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.ვიზიტში მინისტრის თანმხლებ პირებს წარმოადგენენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი. 

1713247250

კორეა–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მო...

გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა; ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის,“ - აღნიშნა გენადი არველაძე.ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან თავზე.

1713247080

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო...

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ხმაურის, ჩხუბის და პროტესტის ფონზე დაუჭირა მხარი.პარლამენტთან ორშაბათს საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.

1713246935

ეს კითხვაც მოხსნილია - გოცირიძეც გააძევეს

- რომან გოცირიძემ, ოხანაშვილის მიერ კომიტეტის სხდომიდან გაძევებამდე, მხოლოდ ამ ერთი კითხვის დასმა მოასწროდა  ევროოპტიმისტი, დანარჩენ "ოპტიმისტებთან " ერთად სხდომათა დარბაზის კარს მიღმა აღმოჩნდა.გოცირიძეს, დარჩენილი კითხვების რიტორიკულად დასმა და სხდომის წამყვანის უღირსი ქმედებების დაგმობა, სხვა გაძევებულებთან  (დეკანოიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მანჯგალაძე ...) მოუწია.გოცირიძე ყველა კითხვის დასმას მოასწრებდა, გრძელი შესავალი რომ არ წაემძღვარებინა. აღნიშნა, რომ "აგენტების" კანონი ცივილურ სამყაროში სამად სამ ქვეყანაში მოქმედებს, აშშ/ისრაელი/ახალ ზელანდიაში, უსაფრთხოებისთვის და არა გამჭვირვალობისთვის. ქართულ (რუსულ) კანონპროექტთან აცდენაა დროშიც და კონტექსტშიც. რომან გოცირიძემ ოხანაშვილს მიანიშნა იმ პოტენციურ რისკებზე, რაც პროექტის შესაძლო დაკანონებას მოჰყვება.  რა ეშველება საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებულ, შშმ, დევნილ თუ სხვა სოციალურ ჯგუფებს, მათ შორის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას.გოცირიძემ მოასწრო ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ანალოგიური კანონი მოქმედებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. 

1713191640

ვის ამარა დარჩება საქართველო „რუსული კანონის“ პირობებში

ხვიჩიას ამ კითხვაზე უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დარჩება „საკუთარი თავის, ქართველი ხალხის და მეგობრების იმედად, რომლებიც სწორად გაიგებენ ამ კანონპროექტის არსს“. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც სადავო კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს, ფრაქცია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ტრიბუნიდან მიმართავდა კოლეგებს, სახეში მუშტი დაარტყა. ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციონერ დეპუტატს ჯგუფურად სცემეს."ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ", – განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.ჩხუბის გამო შეწყვეტილი საკომიტეტო მოსმენა მომხდარიდან რამდენიმე წუთში განახლდა. 

1713183243

პრემიერ-მინისტრი მთავარი პარტნიორების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირ...

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ.

1713179754