GE EN
სხვა სიახლეები
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის...

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1713426566

საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომა უფრო გაადვილდება

ნათია თურნავას ახლდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.ისაუბრეს Clearstream-თან თანამშრომლობაზე, როგორც სავალუტო რეზერვების მართვის, სევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.აღინიშნა Clearstream-ის პოზიტიურ როლზე, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში.იან ვილემსმა აღნიშნა, ქართულ საფინანსო ინსტიტუტების მზარდ როლზე რეგიონის ფინანსურ სექტორში.ნათია თურნავამ Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც.მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ქვეყნის ჩამოყალიბებას.მხარეებმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირების და ინვესტირების გაადვილებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.  

1713368400

ბანკის შემდეგ პაპაშვილმა vasp-ის ნებართვაც მიიღო

სებ-ის ინფორმაციით, WhiteBIT-ი უკვე ფლობს VASP-ის ლიცენზიას ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მ.შ. ესპანეთსა და ლიეტუვაში. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ კი WhiteBIT-მა დატოვა რუსეთის ბაზარი.მიმოქცევაშია WhaitBIT  ბარათი W/B Card -ით თანხის ბანკომატით განაღდებაა შესაძლებელი. ტრეიდერი კრიპტობირჟაზე ნავაჭრს ბარათზე გადაიტანს და გაანაღდებს 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში.როგორც იცით, ციფრული საფულის  სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5 000 ლარია. ასევე როგორც გაცხადებულია, კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა ამ სეგმენტის ლეგალიზაციას და მომხმარებლის დაცვას ემსახურება. VASP-ს კლიენტთა ბაზის და ტრანზაქციების მუდმივი მონიტორინგისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მექანიზმები მოეთხოვება.

1713361200

ნათია თურნავა IMF-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლის შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე.საუბრისას ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, ეროვნული ბანკისა და მთავრობის კოორდინირებული მოქმედებებით განპირობებულ მიღწევებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით.როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ აღნიშნა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რასაც ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც ემსახურება.სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილემ სავალუტო ფონდის სახელით მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს საქართველოს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში. მან ასევე დადებითად შეაფასა საქართველოში მიღწეული მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა, დაბალი ინფლაცია, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსი და გატარებული რეფორმები.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

1713356975

ლუკა სწორ მხარეს დგება

შეფი ლუკა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არასწორი" პოზიციონირებისთვის, დანაკარგი მისთვისაც არასასურველია, სხვებივით, თუმცა, წინ, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას აყენებს."ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ, მეც მეშინია, რომ ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ... მეც მეშინია, რომ შეიძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შური, ან მეორეთი, ან რამე სიცრუე გამივრცელონ, ან ჩემს ბიზნესს ხელი შეუშალონ, რამე წამართვან, ჩემ ახლობლებს კარები დაუკეტონ... მეც მეშინია, მაგრამ იცოდეთ, არ ღირს... არაფრად ღირს რამის ქონა, როცა წარსულს გახედავ, და გაგახსენდება, რომ სწორ მხარეს არ იდექი... სპორტსმენებო, არტისტებო, საზოგადო სახეებო, ვიცი, რომ ადგილების, პოზიციების და მიღწეულის დაკარგვის გეშინიათ... მაგრამ არ ღირს არაფერი არაფრად თუ სწორ მხარეს არ დგახარ...", - წერს შეფ ლუკა ნაჭყებია.ნაჭყებია იმედოვნებს, რომ კანონპროექტი კანონის სახეს ვერასდროს მიიღებს. .

1713355800

მედვედევმა ათასობით რუსის „უცხო ქვეყნის აგენტად“ გამოცხადება და დაპატი...

მისი თქმით, ამისათვის საჭიროა ცვლილებების შეტანა კანონში „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირდა საქმიანობის კონტროლის შესახებ“. მისივე აზრით, ეს კანონი შეიძლება შეივსოს ამერიკული კანონის მუხლებით უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ (FARA).„მაგალითად, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს უცხო ქვეყნის აგენტებზე, როგორც ეს აშშ–შია. და თანდათანობით აგენტების რიცხვი ათასებამდე უნდა გავზარდოთ, როგორც მათ აქვთ. ეს საცოდავი ასეულები რა არის? ღირსეული კანდიდატებიც არსებობენ. ეძებეთ! კარგად ეძებეთ!“, – წერს სოციალურ ქსელში მედვედევი.რუსული კანონი „აგენტების“ შესახებ ისედაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და დღეისთვის რუსეთის ციხეებში ამ კანონით გასამართლებული უამრავი ადამიანი იხდის სასჯელს.„აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთის სამართლებრივ სივრცეში პირველად 2012 წელს გამოჩნდა და თავდაპირველად ის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა. ეს კანონი მედიასაშუალებებს უკვე 2017 წელს შეეხო, 2019 წელს კი ცვლილებები შეიტანეს, რომლის თანახმად აგენტის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. 

1713355495