GE EN
სხვა სიახლეები
ბაგების ხიდის ქავთარაძის ქუჩასთან დამაკავშირებელი გვირაბი 14 მლნ ლარად...

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ქავთარაძის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის (გვირაბული მეთოდი) მოწყობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 8 მაისს დაიწყება და 13 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 953 160 ლარს შეადგენს.„საავტომობილო გზის მშენებლობა ითვალისწინებს:– მისასვლელი 1 - პანდუსის მოწყობას უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან;– გვირაბის მოწყობას;– გამოსასვლელი 2 - პანდუსის მოწყობას მიხეილ შავიშვილის ქუჩის მხრიდან.გვირაბსა და პანდუსების ფარგლებში გათვალისწინებულია ორმხრივი საავტომობილო მოძრაობა, თითო ზოლი თითო მიმართულებით“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.სატენდერო პირობების თანახმად, სამუშაოები წერილობითი დავალების მიცემიდან 180 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. bpn.ge

1713859361

პაპუაშვილი 29 აპრილის კონტრაქციაზე „ქუდზე კაცს“ იწვევს

პაპუაშვილის მტკიცებით, საზოგადოება ხედავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, "ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება“.„ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუკის“ კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც უპირისპირდებიან „შავ ფულს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის“.ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ მეორედ დაინიციირდა პარლამენტში, დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რასაც თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში მასობრივი აქციები ტარდება. ბოლო დღეებში ძირითადად ახალგაზრდები თვითორგანიზებული აქციებით მოუწოდებენ ხელისფულებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი.ამ ფონზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ოფშორებიდან კაპიტალისა და ქონების საქართველოში დაუბეგრავად შემოტანის შესაძლებლობას იძლევა. 

1713858571

პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხ...

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა.მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა პრემიერი.

1713853435

სები მეწარმე სუბიექტს აჯარიმებს

სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (3 შემთხვევის) გამო.სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება. ასევე 2 000 ლარის ჯარიმა ეკისრება მეწარმე სუბიექტს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის დამალვისთვის. ზედამხედველმა 5 შემთხვევა გამოავლინა, ანუ 10 000 ლარის, რაც დაემატა 6 000 ლარს.მისოს 4 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა,  მაღალი რისკის მატარებელ ორ კლიენტის საქმეზე. ასევე, 20 000 ლარი, ხარვეზიანი პროგრამული (ელექტრონული) სისტემისთვის, რომლის დანიშნულებაა საეჭვო კლიენტთა, მათთან დაკავშირებულ პირთა და ტრანზაქციათა გამოვლენა (წყარო: სები & ბიზნესპარტნიორი)  

1713791041

სილქ ბანკი ისევ ზარალზეა

"სილქ ბანკმა" პირველი კვარტალი 1.3  მლნ ლარის ზარალით დაასრულა. ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს, მენეჯმენტი, აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი. ამის შესახებ აღნიშნულია  ემისიის პროსპექტში.10 მილიონიანი  ემისიით მოზიდულ რესურსს ბანკი მეორად კაპიტალში მიმართავს. მანამდე კი აქციონერებმა საწესდებო კაპიტალი 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდეს,Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 114 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 91 მლნ ლარის ეკვივალენტია. 

1713790198

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლო...

ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

1713789768