







თბილისი (GBC) - ვითიბი პრობლემური მსესხებლების დახმარების პირველ შედეგებს იმკობს.
ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორის ვალერიან გაბუნიას განცხადებით, დავალიანების დისკონტით (30-90%) დაფარვის შეთავაზებით ბევრმა მსესხებელმა უკვე ისარგებლა, ძალიან მაღალი აქტივობა აღინიშნა.
ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში, პრობლემურ მსესხებელს, 12,000-მდე ფიზიკურ პირს დავალიანების ანულირების და საკრედიტო ისტორიის გაუმჯობესების საშუალება მიეცა.
2-თვიანი აქცია 15 ივნისს სრულდება. სამომხმარებლო სესხზე ვადაგადაცილების ჯარიმა/საურავები არ მოითხოვება.
12 000, 23 000 - კლიენტიან ბაზაში ის კატეგორიაა, რომელსაც მხოლოდ 2-წლიანი ნეგატიური ისტორია აქვს. სესხის დაფარვის შემდეგ მომხმარებელი ყოფილი ნეგატიურის კატეგორიაში ინაცვლებს, რაც ნიშნავს, რომ სესხი მისთვის კვლავ ხელმისაწვდომი ხდება.