ოქრო NYMEX(უნც.)  1204.40  -0.12%    |    პლატინა (უნც.)  803.20  +0.29%    |    ვერცხლი (უნც.)  14.19  -0.23%    |    პალადიუმი NYMEX  983  +0.61%    |    ნიკელი (ტონა)  12340  +0.55%    |    ალუმინი (ტონა)  2034  -0.07%    |    ნავთობი (Brent)  77.78  -0.35%    |    გაზი(NYMEX)  2828  +0.50%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  10.68  -3.09%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  97.25  -2.56%    |    ხორბალი (ტონა)  508.50  +0.30%    |   
 USD 2.6193        EUR 3.0693        GBP 3.4651        RUB 3.9538        UAH 0.9336        AZN 1.5449        AMD 5.423      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბახტაძე: ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით
14 ივნისი, 2018, 18:14
ბახტაძე: ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით

თბილისი (GBC) - ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, -  პრემიერ-მინისტრად წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ  ხედვის მთავარი პრინციპები  უკვე წარადგინა. 

ფართო პროგრამის წარდგენამდე ახალი პრემიერის მთავარი გზავნილებში პირველი ადგილი საქართველოს საგარეო კურსმა დაიკავა, დაადასტურა, რომ საქართველოს არჩევანი,  ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია. 

მომავალი პრემიერი  ინოვაციური და ფუნდამენტური რეფორმების გატარების პირობას დებს, რითაც  ჩამოყალიბდება ახალი ეკონომიკური მოდელი, ახალი სამართლიანი თამაშის წესებით, რამაც თავის მხრივ, უნდა შეამციროს  დისბალანსი დემოკრატიის ხარისხსა და ცხოვრების დონეს შორის. 

მთავარ გზავნილებს შორისაა  მცირე მთავრობის კონცეფცია და ინსტიტუციური კონტროლის გაძლიერება.

პროგრამის მოკლე გზავნილებშია  განათლებაზე, ინოვაციასა და ახალგაზრდობაზე აქცენტირება. 

"მოტივირებული, განათლებული, სამეწარმეო ენთუზიაზმით აღსავსე და  თავიათ შესაძლებლობებში დარწმუნებული ახალგაზრდობა მოიტანს იმ შედეგს,  რასაც ჰქვია საქართველოს ჩართვა განვითარებული ეკონომიკების  მქონე ქვეყნების რიგებში.  სწორედ, ასეთი საქართველოა უალტერნატივო ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომ დავბრუნდეთ ერთიან ოჯახში  ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, აღნიშნა, რომ იქნება მასშტაბური ინვესტიციები განათლებაში და რომ განათლება არის მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სპონსორები