ოქრო NYMEX(უნც.)  1.325.05  +0.05%    |    პლატინა (უნც.)  823.20  +0.19%    |    ვერცხლი (უნც.)  15.988  +0.13%    |    პალადიუმი NYMEX  1.465.90  +0.77%    |    ნიკელი (ტონა)  12.742.50  +0.63%    |    ალუმინი (ტონა)  1.855.50  -0.05%    |    ნავთობი (Brent)  66.47  +0.03%    |    გაზი(NYMEX)  2.670  +0.38%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.37  +1.75%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  101.30  -1.34%    |    ხორბალი (ტონა)  492.12  +0.43%    |   
 USD 2.657        EUR 3.0128        GBP 3.4714        RUB 4.056        UAH 0.9839        AZN 1.5676        AMD 5.4447      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში აზიური ფაროსანას სავარაუდო ბიოლოგიური მტერი აღმოაჩინეს
12 ივლისი, 2018, 14:29
საქართველოში აზიური ფაროსანას სავარაუდო ბიოლოგიური მტერი აღმოაჩინეს

თბილისი (GBC) - სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას შესაძლო ბიოლოგიური მტერი აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო „იმედის“ გადაცემა ეკონომიქსში სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მთავარმა ფიტოსანიტარმა ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ სამეგრელოს რეგიონში სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ფაროსანას დაპარაზიტებული კვერცხები, საიდანაც გამოფრინდა მწერი, რომელმაც თავის მხრივ დააპარაზიტა ფაროსანა. მწერის მონაცემები გადაგზავნილია იტალიაში და პასუხი სავარაუდოდ თვის ბოლოს იქნება.

„დადებითი პასუხის შემთხვევაში, ამ მწერს საქართველოს ლაბორატორიებში ხელოვნურად გავამრავლებთ და ბუნებაში გავუშვებთ. ბუნება კი თავად გაუსწორდება მავნებელს და ეს იმას ნიშნავს, რომ ქიმიური პრეპარატების გამოყენება საჭირო აღარ იქნება", - განაცხადა ლიპარტიამ.

რაც შეეხება ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაწყებულ ღონისძიებების შედეგებს, მისი თქმით, მავნებლის პოპულაცია შემცირდა და შედეგად ფერმერების ზარალი გაცილებით ნაკლები იქნება ვიდრე გასულ წელს.

გასულ წელს მავნებელმა განსაკუთრებით ფერმერები დააზარალა. დასავლეთ საქართველოში მოსახლეობამ თხილის გამო 60-დან 80 მილიონ დოლარამდე იზარალა. მავნებელთან ბრძოლა წელს უფრო ადრე დაიწყო. საქართველოს ბიუჯეტიდან ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევეა დონორების დახმარებაც. ფაროსანას სამიზნე ისევ სამეგრელო, გურია და იმერეთია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728   
სპონსორები