ოქრო NYMEX(უნც.)  1232.70  +0.63%    |    პლატინა (უნც.)  826.60  +0.50%    |    ვერცხლი (უნც.)  14.64  +0.40%    |    პალადიუმი NYMEX  1107.90  +0.02%    |    ნიკელი (ტონა)  12.435  -0.18%    |    ალუმინი (ტონა)  2009.50  +0.27%    |    ნავთობი (Brent)  79.41  -0.53%    |    გაზი(NYMEX)  3135  -0.10%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  13.84  -0.36%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  117.75  -3.56%    |    ხორბალი (ტონა)  507.75  +0.03%    |   
 USD 2.7082        EUR 3.1063        GBP 3.5163        RUB 4.1425        UAH 0.9621        AZN 1.5973        AMD 5.5908      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
მსესხებლისთვის თანამსესხებელთან ცხოვრება სავალდებულო ხდება
ნინო შუბითიძე
12 ოქტომბერი, 2018, 14:55
მსესხებლისთვის თანამსესხებელთან ცხოვრება სავალდებულო ხდება

თბილისი (GBC) –  სამომხმარებლო  დაკრედიტების  ახალი დებულება  არ გადავადდება, რადგან  გაუმკაცრებელი პირობების  შენარჩუნების ყოველი თვე  ჭარბვალიანობის  ახალ მოკლევადიან რისკებს აჩენს.  გამკაცრების მიზანი კი ჭარბვალიანობის  გრძელვადიანი რისკების მინიმიზაცია იყო.

7 მაისის ცვლილების შემდეგ  ბანკი, მ/ო და ლომბარდი მსესხებელზე პროდუქტის მორგებას მაქსიმალურად ცდილობს და შედეგად, ბოლო 3-4 თვეში საცალო პორტფელის ზრდა რამდენჯერმე აღემატება წლიურ მაჩვენებელს.

სებ-ის ანალიტიკოსები კონსულტაციების დასკვნით ეტაპზე იტყობინებიან.  რამდენიმე  მუხლი დარჩა გასამართი.  გადაწყვეტილია, რომ  სამომხმარებლო სესხი  ბიზნესმიზნობრიობით  განსხვავებულ რეჟიმში მოექცევა, სტარტაპ-სესხის  მუხლი ღიად რჩება, რადგან მისი წახალისება მთავრობის ინკლუზიური ეკონომიკის  ბიზნესგეგმაში შედის.  რეფორმატორები აცხადებენ, რომ ამ ტიპის სესხები საცალოს სტატუსით ნოემბრიდან შეიზღუდება, მაგრამ  „რამეს მოიფიქრებენ“.  შინამეურნეობების შემდეგ, რეგულაციების ჯერი კორპორატიულზე მიდგება.

დამოუკიდებელი ექსპერტები  მსურველებს სესხის  1 ნოემბრამდე  აღებას ურჩევენ. იმის გათვალისწინებით, რომ  ნოემბრიდან  თუ მსესხებლის შემოსავალი  სესხის საჭირო მოცულობას ვერ დააკმაყოფილებს,   თანამსესხებელი გახდება საჭირო, რაზეც  ახალ დებულებაში ასევე შეზღუდვაა.   ტვირთი მხოლოდერთ ჭერქვეშ მცხოვრებლებს შეუძლიათ გაიზიარონ.  როგორ  იმუშავებს პრაქტიკაში ეს მუხლი  ნოემბერში გამოჩნდება. ისიც,  მოიტყუებს თუ არა ბანკი თავს და დაუჯერებს კლიენტს, რომ თანამსესხებელთან „სარეცელს იზიარებს“.

როგორც ჩანს,  მთავრობის და ცენტრალური ბანკის ბოლო გამოწვევა  მხოლოდ ფინანსურად გაუნათლებელი მოქალაქეების ბანკისგან დაცვა არ არის.  ერთ ბინაში მხოლოდ ერთი პირის ცხოვრება  უკვე საშიში ხდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები