ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3252        EUR 3.9976        GBP 4.6187        RUB 4.4557        UAH 1.1895        AZN 1.9542        AMD 6.3037      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ფოთის პორტში წელს რეკორდული საკონტეინერო ტვირთბრუნვა დაფიქსირდა
მარიამ მინაძე
17 დეკემბერი, 2018, 13:55
ფოთის პორტში წელს რეკორდული საკონტეინერო  ტვირთბრუნვა დაფიქსირდა

თბილისი (GBC) - 2018 წლის 11 თვის განმავლობაში ფოთის საზღვაო ნავსადგურში 330,650 TEU კონტეინერი და 6 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავა.

APM Terminal-ის ცნობით, საკონტეინერო ტვირთბრუნვა 14.5%-ით არის გაზრდილი  (289,150 TEU, 2017 წელი). 2018 წლის განმავლობაში გადამუშავდება დაახლოებით 360,000 TEU კონტეინერი, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კომპანიის განცხადებით, ტვირთბრუნვის ზრდა ძირითადად შემდგომ გარემოებებს მიეწერება - ნავთობის ფასის ზრდამ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საშუალება მისცა, რამაც, შესაბამისად, სხვა ტიპის კომერციული გარიგებების ზრდა გამოიწვია.

ამასთან ერთად, საწვავის ფასის ზრდის ტენდენციის გამო გარკვეული სახის ტვირთები სახმელეთო სექტორიდან საზღვაო მარშრუტებზე გადმოვიდა.

წელს ფოთის პორტში გადამუშავებული კონტეინერებიდან 9,6% მაცივარ-კონტეინერებზე მოდის, რითაც ძირითადად ხორცი, ხილი და საკონდიტრო ნაწარმი შემოდის.

მიმდინარე წლის მონაცემებით ფოთის პორტში ტვირთების 32,2% იმპორტზე მოდის, 21,2% ექსპორტზე, ხოლო ტვირთების 46,6%-ს ტრანზიტული დანიშნულება აქვს, მათ შორის ტვირთების დიდი ნაწილი მიემართება აზერბაიჯანში, სომხეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

"ეი ფი ემ ტერმინალსის" გენერალური დირექტორის, კლაუს ლარსენის განცხადებით, კომპანია ძირითად აქცენტს მეზობელ ქვეყნებზე აკეთებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები