ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8265        EUR 3.0515        GBP 3.6405        RUB 4.4316        UAH 1.1553        AZN 1.6645        AMD 5.9127      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
იანვარში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა
4 თებერვალი, 2019, 10:56
იანვარში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა

თბილისი (GBC)  - იანვარში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა. 

"საქსტატის" ცნობით,  2019 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1,3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,2 პროცენტი შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,2 პროცენტიანი მატება, რაც 0,98 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (15,8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5,8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4,7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1,4 პროცენტი), ასევე თევზეული (1,4 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით, რაც 0,39 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (12,5 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,0 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (12,3 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (10,0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5,1 პროცენტი), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (2,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-20,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-5,0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით, რაც 0,66 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (20,0 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3,4 პროცენტით, რაც 0,28 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4,5 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (4,4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (1,1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1,7 პროცენტიანი მატება, რაც წლიურ ინფლაციაზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,3 პროცენტი).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები