GE EN
სხვა სიახლეები
პაპუაშვილი 29 აპრილის კონტრაქციაზე „ქუდზე კაცს“ იწვევს

პაპუაშვილის მტკიცებით, საზოგადოება ხედავს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ მივცეთ, "ზუსტად იგივე ტერორს გააგრძელებენ, რა ტერორშიც ჰყავდათ საზოგადოება“.„ეს ხალხი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, გვახსოვს რასაც აკეთებდნენ, საერთოდ ახშობდნენ თავისუფალ სიტყვას, ახლა ოპოზიციიდან, „ფეისბუკის“ კლავიატურებიდან პირდაპირ აშინებენ საზოგადოებას, რომ მათ თავისი აზრი არ გამოთქვან. ამ ჯგუფების უკან დგას უცხოური დაფინანსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, მოწოდება არის ყველას მიმართ, რომ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც უპირისპირდებიან „შავ ფულს, რომელიც უცხოეთიდან შემოდის“.ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ მეორედ დაინიციირდა პარლამენტში, დეპუტატებმა პირველი მოსმენით უკვე მიიღეს, რასაც თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა პროტესტით შეხვდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თბილისში მასობრივი აქციები ტარდება. ბოლო დღეებში ძირითადად ახალგაზრდები თვითორგანიზებული აქციებით მოუწოდებენ ხელისფულებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი.ამ ფონზე პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც ოფშორებიდან კაპიტალისა და ქონების საქართველოში დაუბეგრავად შემოტანის შესაძლებლობას იძლევა. 

1713858571

პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხ...

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა.მთავრობის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა პრემიერი.

1713853435

სები მეწარმე სუბიექტს აჯარიმებს

სებ-ის ცნობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია AML კანონის რამდენიმე მოთხოვნის იგნორირებისთვის დაჯარიმდა, მათ შორის შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის რეგულატორისთვის არასწორად წარდგენის (3 შემთხვევის) გამო.სებ-ის პრეზიდენტის (№16/04) ბრძანებით დამტკიცებული წესის თანახმად, თითო ფაქტი 2 000 ლარით სანქცირდება. ასევე 2 000 ლარის ჯარიმა ეკისრება მეწარმე სუბიექტს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებაზე, ინფორმაციის დამალვისთვის. ზედამხედველმა 5 შემთხვევა გამოავლინა, ანუ 10 000 ლარის, რაც დაემატა 6 000 ლარს.მისოს 4 000 ლარის ჯარიმა გამოეწერა,  მაღალი რისკის მატარებელ ორ კლიენტის საქმეზე. ასევე, 20 000 ლარი, ხარვეზიანი პროგრამული (ელექტრონული) სისტემისთვის, რომლის დანიშნულებაა საეჭვო კლიენტთა, მათთან დაკავშირებულ პირთა და ტრანზაქციათა გამოვლენა (წყარო: სები & ბიზნესპარტნიორი)  

1713791041

სილქ ბანკი ისევ ზარალზეა

"სილქ ბანკმა" პირველი კვარტალი 1.3  მლნ ლარის ზარალით დაასრულა. ბოლო წლების ნეგატიურ ტრენდს, მენეჯმენტი, აქციონერთა სტრუქტურიდან BTA ბანკის (ყაზახეთი) გასვლას უკავშირებს. ბანკი რამდენიმე წელია ზარალზეა და თუ ასე გააგრძელებს იძულებული გახდება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კიდევ მოიზიდოს რესურსი. ამის შესახებ აღნიშნულია  ემისიის პროსპექტში.10 მილიონიანი  ემისიით მოზიდულ რესურსს ბანკი მეორად კაპიტალში მიმართავს. მანამდე კი აქციონერებმა საწესდებო კაპიტალი 9,8 მლნ ლარით, 98,000 აქციის ემისიის გზით გაზარდეს,Q1/2024-ის მდგომარეობით, სილქ ბანკის დეპოზიტების პორტფელი 114 მლნ ლარამდეა. აქედან სავალუტო  ანაბრები 91 მლნ ლარის ეკვივალენტია. 

1713790198

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 3 თვის განმავლო...

ღონისძიების ფარგლებში, საქმის მასალები, სადაც გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

1713789768

ევროკავშირის კანონი ქართულისგან ძალიან განსხვავებულია – უცხოური დაფინა...

„ევროპული კომისიის დირექტივის პროექტი „მესამე სახელმწიფოების ინტერესების წარმოდგენის აქტივობის გამჭვირვალობის შესახებ“ ძალიან განსხვავდება ქართული კანონისგან.ჩვენ მიერ წარმოდგენილი დირექტივა უცხოური ჩარევისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ძალისხმევის მხარდასაჭერად დაინიციირდა. ის ექსკლუზიურად ფოკუსირდება იმ სუბიექტებზე, რომლებიც მესამე ქვეყნის ინტერესების წარმოდგენის აქტივობებს ახორციელებენ (როგორებიც არიან ლობისტები) და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის მიდგომის ჰარმონიზაციას ისახავს მიზნად, რათა ევროკავშირში საერთო გამჭვირვალობის სტანდარტები უზრუნველყოს.დირექტივა სუბიექტებს უცხოური დაფინანსების მიღების გამო სამიზნეში არ იღებს და ის კონკრეტულად სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე დამიზნებული არ არის.გარდა ამისა, დირექტივა ძლიერ გარანტიებს შეიცავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზომები იყოს პროპორციული, არ მოხდეს რომელიმე აქტორის დისკრიმინაცია ან სტიგმატიზაცია და არანაირად არ შეზღუდოს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური უფლებების განხორციელება, როგორებიცაა: გამოხატვის ან გაერთიანების თავისუფლება. პროექტი ასევე მოიცავს დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუტების მკაფიოდ განსაზღვრულ საზედამხედველო პრეროგატივებს და ეფექტური სასამართლო განხილვის უფლებას“.გარდა ამისა, პიტერ სტანო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის დირექტივის პროექტი ანგარიშვალდებულების ზრდისთვის გამჭვირვალობის ინსტრუმენტია, რომელიც არ კრძალავს აქტივობებს და არ მოიცავს კრიმინალურ სანქციებს.დამატებით, წერილობით პასუხში, პიტერ სტანომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის ოლივერ ვარჰეის 17 აპრილის განცხადებაზე მიუთითა.

1713787219