GE EN
სხვა სიახლეები
კორეა–საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების მო...

გენადი არველაძის განცხადებით, შეხვედრა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მოლაპარაკებების პროცესს. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მაისში ქვეყნებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკება ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე დასკვნითი რაუნდი იქნება. მინისტრის მოადგილის თქმით, კორეის მხარესთან მოლაპარაკებები უკვე გაიმართა ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ისეთ საკვანძო საკითხებზე, როგორიცაა საქონლით და მომსახურებით ვაჭრობა; ტელეკომუნიკაციები და ციფრული კომერცია; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; საბაჟო საკითხები და ეკონომიკური თანამშრომლობა.„კორეის რესპუბლიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია აზიის რეგიონში. ეს ქვეყანა პოტენციური საექსპორტო ბაზარია საქართველოში წარმოებული ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყლები, სასურსათო პროდუქცია. ამასთან, ჩვენ ველოდებით უფრო აქტიურ თანამშრომლობას ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა სექტორებშიც, მათ შორის, ტურიზმში, სამოქალაქო ავიაციაში, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სხვ. მოველით, რომ შეთანხმება თანამშრომლობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის საქართველოსთვის და კორეის რესპუბლიკისთვის,“ - აღნიშნა გენადი არველაძე.ორმხრივი შეხვედრა 17 აპრილს დასრულდება, მიმდინარე წლის მაისში კი საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის მოლაპარაკების მეორე რაუნდი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში, საქართველოში მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი იყო, კერძოდ, თითქმის სრულად იქნა მიღწეული შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან თავზე.

1713247080

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო...

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, ხმაურის, ჩხუბის და პროტესტის ფონზე დაუჭირა მხარი.პარლამენტთან ორშაბათს საღამოს გამართულ საპროტესტო აქციაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, ბოლო ოფიციალური ცნობებით, პოლიციამ 14 მოქალაქე დააკავა.

1713246935

ეს კითხვაც მოხსნილია - გოცირიძეც გააძევეს

- რომან გოცირიძემ, ოხანაშვილის მიერ კომიტეტის სხდომიდან გაძევებამდე, მხოლოდ ამ ერთი კითხვის დასმა მოასწროდა  ევროოპტიმისტი, დანარჩენ "ოპტიმისტებთან " ერთად სხდომათა დარბაზის კარს მიღმა აღმოჩნდა.გოცირიძეს, დარჩენილი კითხვების რიტორიკულად დასმა და სხდომის წამყვანის უღირსი ქმედებების დაგმობა, სხვა გაძევებულებთან  (დეკანოიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მანჯგალაძე ...) მოუწია.გოცირიძე ყველა კითხვის დასმას მოასწრებდა, გრძელი შესავალი რომ არ წაემძღვარებინა. აღნიშნა, რომ "აგენტების" კანონი ცივილურ სამყაროში სამად სამ ქვეყანაში მოქმედებს, აშშ/ისრაელი/ახალ ზელანდიაში, უსაფრთხოებისთვის და არა გამჭვირვალობისთვის. ქართულ (რუსულ) კანონპროექტთან აცდენაა დროშიც და კონტექსტშიც. რომან გოცირიძემ ოხანაშვილს მიანიშნა იმ პოტენციურ რისკებზე, რაც პროექტის შესაძლო დაკანონებას მოჰყვება.  რა ეშველება საერთაშორისო დახმარებაზე დამოკიდებულ, შშმ, დევნილ თუ სხვა სოციალურ ჯგუფებს, მათ შორის 200-ზე მეტ დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას.გოცირიძემ მოასწრო ქვეყნების ჩამოთვლა, სადაც ანალოგიური კანონი მოქმედებს: რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი. 

1713191640

ვის ამარა დარჩება საქართველო „რუსული კანონის“ პირობებში

ხვიჩიას ამ კითხვაზე უმრავლესობის ლიდერმა, დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში საქართველო დარჩება „საკუთარი თავის, ქართველი ხალხის და მეგობრების იმედად, რომლებიც სწორად გაიგებენ ამ კანონპროექტის არსს“. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც სადავო კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს, ფრაქცია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ტრიბუნიდან მიმართავდა კოლეგებს, სახეში მუშტი დაარტყა. ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა ოპოზიციონერ დეპუტატს ჯგუფურად სცემეს."ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ ამ პრო*ებს. ვისაც საქართველო გიყვართ, ყველა გამოდით. რა მნიშვნელობა აქვს, ნაცი, ქოცი, შმოცი. ბიჭო, რუსეთში მიგვაქანებენ. აღარ არის აქ სხვა ამბავი. რუსეთში მიგვაქანებენ და არ უნდა შევიდეთ. ეს კანონი უნდა გავუკეთოთ ტრ*კში ამათ", – განაცხადა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.ჩხუბის გამო შეწყვეტილი საკომიტეტო მოსმენა მომხდარიდან რამდენიმე წუთში განახლდა. 

1713183243

პრემიერ-მინისტრი მთავარი პარტნიორების ელჩებს „უცხოური გავლენის გამჭვირ...

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონი სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ის ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას.ირაკლი კობახიძის თქმით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება.მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების სრული მზადყოფნა კანონთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის, რათა ქართულ საზოგადოებას და საქართველოს მეგობრებს არცერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეთ.

1713179754

ირან–ისრაელს შორის კრიზისი სიმძაფრეს არ კარგავს

ექსპერტების თქმით, ისრაელზე დარტყმები ანალოგიური იყო ახლახან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმებისა. რუსეთის ჯარები ბოლო დროს მსხვილ კომბინირებულ იერიშებს უკრაინაზე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით, ასევე დრონებით ახორციელებენ.რას ამბობენ ირანშირაც შეეხება ირანულ მედიას, ისინი წერენ, რომ ირანიდან ნასროლმა ყველა ჰიპერბგერითმა რაკეტამ სამიზნემდე მიაღწია, გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ირანული ჰიპერბგერითი რაკეტების სამიზნე ისრაელის სამხედრო ობიექტები იყო. ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა მოჰამედ ბაქერიმ განაცხადა, რომ ირანმა დაარტყა დიდ სადაზვერვო ბაზას და ისრაელის „ნევატიმის“ საავიაციო ბაზას, საიდანაც „ეფ-35“-ის ტიპის თვითმფრინავი აფრინდა დამასკოში ირანის დიპლომატიური შენობების დასაბომბად.ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის განცხადებით, ისრაელის რეჟიმი ახალ ზომებს თუ მიიღებს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ, თეირანს აუცილებლად ექნება ძალიან ძლიერი პასუხი.დაისჯება თუ არა ისრაელი?"ისრაელი უნდა დაისაჯოს და დაისჯება" - ეს განცხადება ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გუშინ, კვირას გააკეთა, მას შემდეგ, როცა ოფიციალურმა თეირანმა ისრაელზე ირანის საკონსულოზე იერიშის შედეგად ირანის რევოლუციური გვარდიის უფროსი მეთაური და კიდევ ექვსი ოფიცერი მოკლეს. მომხდარზე ისრაელს პასუხისმგებლობა არ აუღია.ისრაელი მზადააისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კვირას განაცხადა, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის."ვინც არ უნდა მოგვაყენოს ზიანი, ჩვენც პასუხს გავცემთ. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო კვირებში, ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმისთვის ემზადება. ჩვენი თავდაცვის სისტემები მზადყოფნაშია, ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია. ისრაელის თავდაცვის ძალები ძლიერია", - ნათქვამია  ისრაელის პრემიერის განცხადებაში.ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირეებს ისრაელის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეების პოზიციებიორშაბათს დილით საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია.„ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ“, – განაცხადა მაკრონმა.ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი ამ კვირაში აპირებს კენჭისყრაზე დააყენოს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი. ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ ჯონსონმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებს კარგად ესმით ისრაელის მხარდაჭერის აუცილებლობა.სპიკერს არაფერი უთქვამს უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც ისრაელის და ტაივანის მხარდაჭერასთან ერთად ითვალისწინებს დემოკრატების მიერ კონტროლირებული სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებული 95-მილიარდიანი პაკეტი. მისთვის კენჭი ამ დრომდე არ უყრია წარმომადგენელთა პალატას, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან. მათი ნაწილი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხის გადაწყვეტას უკავშირებს მექსიკასთან საზღვრიდან მიგრაციის შესაჩერებლად გაცილებით მკაცრი ზომების მიღებას, ვიდრე ამას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს.რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა ტელეკომპანია NBC News-თან ინტერვიუში არ გამორიცხა, რომ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებასაც.ABC News-ის ინფორმაციით, სენატში დემოკრატების უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კონგრესის ლიდერებს შორის 14 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას მიღწეულია კონსენსუსი, რომ როგორც ისრაელის, ისე უკრაინის დასახმარებლად სწრაფად მოქმედებაა საჭირო.შეგახსენებთ, რომ ირანი არის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოების ტექნოლოგია. ამ ტიპის რაკეტებს შეუძლიათ მაღალი სიჩქარით ფრენა და სამიზნეების დიდი სიზუსტით განადგურება.ამ დროს, საქართველოში, სადაც ე.წ „რუსული კანონის“ ირგვლივ აჟიოტაჟია ატეხილი, ოფიციალურ პირებს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში ირანისა და ისრაელის კონფლიქტზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ.

1713178785