ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9279        EUR 3.2365        GBP 3.5764        RUB 4.4581        UAH 1.1674        AZN 1.7243        AMD 6.1536      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სადაზღვევო შემთხვევებზე ალდაგის მოპედების ეკიპაჟი გადის
15 მაისი, 2019, 16:11
სადაზღვევო შემთხვევებზე ალდაგის მოპედების ეკიპაჟი გადის

თბილისი (GBC) - თბილისში გაზრდილი საცობები პრობლემაა არა მარტო მოქალაქეებისთვის, არამედ იმ კომპანიებისთვისაც, რომელთა მომსახურების ხარისხი პირდაპირ კავშირშია გადაადგილების სისწრაფესთან.

მაგალითად, როდესაც სადაზღვევო კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან შეტყობინება შედის, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. სადაზღვევო წარმომადგენელი კი დაახლოებით 40 წუთის შემდეგ აღწევს შემთხვევის ადგილზე, სადაც ან ლოდინისგან გაღიზიანებული კლიენტი ხვდება, ან ყველა პროცედურა დასრულებულია სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლის გარეშე, რაც ცალკე პრობლემაა სრულყოფილი სერვისის გაწევისთვის.

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა ამ პრობლემას მარტივი გამოსავალი მოუძებნა - უკვე 
ორი თვეა, ალდაგის წარმომადგენლები სადაზღვევო შემთხვევებზე მოპედებით მიდიან! 

შედეგად, ნაცვლად 40 წუთისა, შემთხვევიდან 15-20  წუთში მოპედის ეკიპაჟი უკვე 
ადგილზეა და სრულფასოვან მომსახურებას უწევს დაზღვეულს - იღებს ფოტოებს შემთხვევის ადგილზე  და მძღოლს ყველა საჭირო ინფორმაციას დეტალურად აწვდის.

მოპედების ეკიპაჟის დანერგვიდან 2 თვეში ალდაგმა საგრძნობ გაუმჯობესებას მიაღწია 
მომსახურების ნაწილში: დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა სადაზღვევო შემთხვევებზე გამოცხადების რაოდენობა დღეში; მოპედების დახმარებით,  შემთხვევების 92% დაფარულია.   

მოპედების ეკიპაჟები მუშაობენ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 10:00-დან 
19:30-მდე (დანარჩენ დროს და კვირა დღეს კი შემთხვევის ადგილზე მენეჯერები ავტომობილებით გადიან). დღეისათვის ეს სერვისი მხოლოდ თბილისში მუშაობს, სადაც საცობების პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. მომავალში იგეგმება ანალოგიური სერვისის განვითარება სხვადასხვა რეგიონშიც.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები