







თბილისი (GBC) - არაბთა გაერთიანებული საამიროების წყლისა და ელექტროენერგიის კომპანიამ - Noor Abu Dhabi - მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის ენერგიის სადგური შეიყვანა ექსპლუატაციაში.
1,177 მეგავატის გამომუშავების შესაძლებლობის მქონე სადგური ინვდივიდუალურ სადგურებს შორის ზომით პირველია. მეორე ადგილს კი აშშ-ს 569 მეგავატიანი Solar Star იკავებს
The Noor Abu Dhabi-ს პროექტი არასახელმწიფო დაფინანსებით, კონსორციუმის მიერ შეიქმნა, რომელშიც შედიან Abu Dhabi Power Corporation, Japan’s Marubeni Corp და Chinese solar manufacturer Jinko Solar.
$870 მილიონიანი (3.2 მილიარდი AED) პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიას ემირატების წყლისა და ელექტროენერგიის კომპანია (EWEC) იყიდის დაახლოებით, $2.4 ცენტად 1 კვტ.სთ-ს.
სადგური ინდურმა Sterling & Wilson ააშენა, რომელიც 3000-მდე ადამიანს ასაქმებს.
Noor Abu Dhabi-ს 3.2 მილიონი პანელი, რომელიც 8 კილომეტრზეა გაშლილი, 90 000 ადამიანის სამყოფ ენერგიას გამოიმუშავებს.
სადგური CO2-ის დაბინძურებას წელიწადში 1 მილიონი მეტრული ტონით შეამცირებს, რაც ქუჩებიდან 200 000 მანქანის გაქრობის ტოლფასია.