ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8944        EUR 3.1914        GBP 3.7893        RUB 4.6313        UAH 1.1759        AZN 1.7045        AMD 6.0464      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ჭიჭინაძეს სურს სებ-ი ბლუმბერგის ზედამხედველიც გახდეს
6 აგვისტო, 2019, 23:23
ჭიჭინაძეს სურს სებ-ი ბლუმბერგის ზედამხედველიც გახდეს

თბილისი (GBC) – სავალუტო ბაზარზე სპეკულაციური გარიგებების შეზღუდვა - პარლამენტის წევრის დავით ჭიჭინაძის გამოსავალი (TV პირველის ეთერში განაცხადა) მოვაჭრეებისთვის საკომისიოს დაწესებაა, რომელიც ბაზრის მოთამაშეს შეაჩერებს.

კანონმდებლის ვერსიამ ფინანსისტები გააკვირვა. ბლუმბერგის სისტემაში 1 თვიანი დაშვების გადასახადი $2 000-მდეა. წლიური გადასახადი – $22 000 (საშუალოდ). მას არ დაუკონკრეტებია ბრუნვის გადასახადი სებ-ის ახალი სარეზერვო მოთხოვნით უნდა დაწესდეს, თუ სხვა ბერკეტით. გასათვალისწინებელია, რომ სებ-ის რეგულაცია მხოლოდ  მის ლიცენზიანტებზე გავრცელდება (ბანკი, მისო, სესხის გამცემი...)   და სხვა პროფილის კომპანიები როგორ უნდა დარეგულირდეს.

აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური კურსი ანგარიშდება ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, წინა დღის 16.30 სთ-დან გაანგარიშების დღის 16.30 საათამდე, ბლუმბერგის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში რეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.

სავაჭრო სისტემაში ჩართვის და გარიგებების დადების უფლება აქვს ნებისმიერ იურიდიულ პირს. რაიმე დამატებით ნებართვას არ საჭიროებს. კომპანიებისთვის დარეგისტრირების ღირებულება (სტანდარტულის) თვეში $1 800-ია. იურიდიულ პირს რამდენიმეწლიანი ლეგალური საქმიანობის გამოცდილება მოეთხოვება, გამჭვირვალე ფინანსური ანგარიშგებით. ამ კატეგორიაში ხვდება მსხვილი ექსპორტიორი ან იმპორტიორი, სოლიდური სავალუტო ბრუნვებით. ბაზრის მონაწილეები ძირითადად არიან ბანკები და რამდენიმე მისო.

დავით ჭიჭინაძე სებ-ის ინტერვენციებში გამოსავალს ვერ ხედავს -“სებ-ი თავის ფუნქციას ვერ ხედავს, რაც არ უნდა გადმოაგდოს, თუ მთავრობამ არ იმოქმედა არაფერი შეიცვლება ის ბიზნესაქტივობებს ვერ უზრუნველყოფს (BPI).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები