ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8896        EUR 3.2028        GBP 3.8004        RUB 4.5482        UAH 1.2247        AZN 1.7041        AMD 6.0389      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფესტივალი ბათუმის ღამის სერენადით იწყება
7 აგვისტო, 2019, 00:44
ფესტივალი ბათუმის ღამის სერენადით იწყება

თბილისი (GBC) -  ფესტივალში პირველად ვმონაწილეობ. განსაკუთრებით მიხარია, რადგან ქალბატონი ლიანა ისაკაძე არის ჩემთვის უსაყვარლესი პიროვნება. ის არის ამ ფესტივალის სულის ჩამდგმელი წლების მანძილზე, დღეს მას გვერდში უდგას გიორგი ისაკაძე, წელს პირველად შედის ვოკალური, აქამდე მხოლოდ ინსტრუმენტალური იყო. ძალიან ბევრი საინტერესო საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის. ჩვენთვის, ტურიზმისა და ხელოვნების პოპულარიზაციისთვის..4 სექტემბერს  მე და ორკესტრი ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით, შევასრულებთ მანუელ დეფალიას ვოკალურ ციკლს  ,,ელამორ ბრუხო“,  რომელიც სავსეა სიყვარულით ვნებით, ესპანური ხალხური საუკეთესო მელოდიებით. მე პირადად ძალიან ბედნიერი ვარ, რონ ასეთ ფესტივალზე წარვდგები. ასეთი ფესტივალები უნდა იყოს ხელშეწყობილი“, - ამბობს ნინო სურგულაძე (მეცო სოპრანო).

25, 27 და 28 აგვისტოს საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო კონცერტებს თბილისში ანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზი უმასპინძლებს.

ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის - ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრივირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ნანა იაშვილი (ვიოლინო), ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიოერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვისშეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).

საერთაშორისო ფესტივალიღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის, ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა თავისი არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, შავი ზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.

2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფესტივალსბათუმი-თბილისის საერთაშორისო  ფესტივალიეწოდა.

„ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, პაბლო სარასატე, პეტრე ჩაიკოვსკი, ბენჯამენ ბრიტენი, პიაცოლა, დიმიტრი შოსტაკოვიჩი, სამუელ ბარბერი, ანტონ ვებერნი, მანუელ დე ფალია და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ტანდემი ვაჟა აზარაშვილის და უცხოელი ცნობილი ჩელისტის იან ერიკ გუსტავსონის, რომელიც შეასრულებს ვაჟას ჩელოს კონცერტს,  პირველად შესრულებს საქართველოში და  რეპერტუარში შეიტანს. ფესტივალზე ასევე წარსდგება ჩვენი ახალგაზრდა პიანისტი სანდრო ნებიერიძე დავით შამანაურთან ერთად, ისინი შეასრულებენ შოსტაკოვიჩის პირველ კონცერტს. ფესტივალის მთავარი დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანია“, - ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი:

ფესტივალის ორგანიზატორია კომპანი – „არტ ალიანსი“.ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიანსაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველიაკომპანიაარდი“.პარტნიორებიკომპანიათელასი“; ქართული ბრენდიმარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკიჯიმშერი“; ღვინის კომპანიაროალ ხვანჭკარა“; კომპანიასარაჯიშვილი“; „პალმა აპარტამენტი“.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები