ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9275        EUR 3.2445        GBP 3.5385        RUB 4.3846        UAH 1.1645        AZN 1.724        AMD 6.1567      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ცუცხვათის მღვიმეში ჰომოსაპიენის კვალია
7 აგვისტო, 2019, 20:21
ცუცხვათის მღვიმეში ჰომოსაპიენის კვალია

თბილისი (GBC) -ეროვნული მუზეუმის ცნობით, ახალი არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ცუცხვათის მღვიმოვანში (ტყიბული) ნეანდერტალელთა არსებობის კვალთან ერთად გამოვლინდა ძეგლისთვის სრულიად ახალი, უკვე ჰომო საპიენსისთვის (მოაზროვნე ადამიანი, ანუ ჩვენი, თანამედროვე ადამიანის სახეობა) დამახასიათებელი ზედაპალეოლითური (ქვის ხანის გვიანი პერიოდი - 80000-12000 წლის წინანდელი) ფენები. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი გაითხარა ქალკოლითური (სპილენძ-ქვის ხანა, მეტალურგიის საწყისები) ნამოსახლარი. 

ცუცხვათის ცამეტიარუსიანი მღვიმოვანის შესწავლა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო.მღვიმეებში შუა პალეოლითის (ძველი ქვის ხანის შუა პერიოდი, დაახლ. 400 - 40 ათასი წლის წინ) ქვის იარაღებს და განამარხებულ ცხოველების ძვლებს მიაკვლიეს.

მღვიმოვანის ტერიტორიაზე არსებულ ე.წ. „ბრინჯაოს მღვიმეში“ კი აღმოჩნდა ნეანდერტალელი ბავშვის საღეჭი კბილი, რომელიც ახალი კვლევების თანახმად, დაახლოებით 50 000 წლით თარიღდება.

2017 წლიდან ექსპედიცია რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით, „ნეანდერტალელები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, აგრძელებს მულტიდისციპლინურ კვლევას.

ექსპედიციის სამეცნიერო ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ წიქარიძე.

ცუცხვათის მღვიმე დაცული ტერიტორიაა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მმართველობაშია. (რადიო თავისუფლება).

      

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები