ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9735        EUR 3.2917        GBP 3.8465        RUB 4.6667        UAH 1.2294        AZN 1.7519        AMD 6.2272      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
G&T: ლარი წელს 2.75-2.8 ნიშნულამდე გამყარდება
მარიამ მინაძე
8 აგვისტო, 2019, 16:44
G&T: ლარი წელს 2.75-2.8 ნიშნულამდე გამყარდება

თბილისი (GBC) – Galt&Taggart-ის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლის პირველ ნახევარში ძლიერი იყო, 4.9%-ზე, რასაც ხელი შეუწყო განგრძობადმა გაუმჯობესებებმა სავაჭრო ბალანსი, ისევე როგორც ხელშემწყობმა მონეტარულმა და ფისკალურმა პოლიტიკამ.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა წლის დასაწყისში წაახალისა ლარში დაკრედიტება და საკრედიტო პორტფელის ზრდა გამოაჯანსაღა.

ამავდროულად კი, საჯარო ინფრასტრუქტურის ხარჯვის დაჩქარებამ, ფისკალური პოზიცია გააფართოვა, თუმცა 2019 წელს ფისკალური დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე  დაბლაა დაგეგმილი, ამ ხარჯების გათვალისწინებით.

გაუმჯობესებულმა საგარეო ბალანსმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა წლის პირველ ნახევარში რეზერვები შეევსო და რეკორდულად მაღალ ნიშნულს, $3.7 მილიარდს მიაღწია.

მათივე განცხადებით, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შეძენამ სხვა ფაქტორებთან ერთად, ლარის ლიკვიდურობა გააძლიერა. ამან ასევე სტიმული მისცა დედოლარიზაციას და ზრდას, თუმცა ლარის შეზღუდული დაფასების ტრენდით - მოკლევადიანი ხარჯი გრძელვადიანი ბენეფიტებისთვისაა.

ინფლაციის ზრდა მარტიდან ძირითადად გაზრდილი თამბაქოს აქციზმა განაპირობა, თუმცა ამან ვალუტაზე ზეწოლა არ იქონია, ვინაიდან მოთხოვნა დაბალი იყო.

რუსეთის ავიაემბარგომ და დროებითმა პოლიტიკურმა გაურკვევლობამ ვალუტის მიმართ ნეგატიური მოლოდინები შექმნა. პოზიტიური მაკროეკონომიკური დინამიკის მიუხედავად, ნეგატიური მოლოდინების გათვალისწინებით ტურიზმთან მიმართებაში, 1-ელ აგვისტოს ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია 1$/2.97₾.

სებ-ის $32.8 მლნ-იანი ინტერვენციის შედეგად ლარი სწრაფად, 2.9%-ით გაძლიერდა და 2.89₾-ზე ჩამოვიდა კვლავ შესუსტებამდე.  

მათივე განცხადებით, მაშინ როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერი რჩება, ტურიზმი ივლისში იმაზე უკეთესია ვიდრე მოსალოდნელი იყო, ლარი ამ დროისთვის თავდაჯერებულობის ნაკლებობას ასახავს.

ამავდროულად, მოკლე ვადაში უფრო დაბალმა ლარის დეპოზიტების ზრდამ და ლარიდან უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გადატანამ და მეორე მხრივ ლარის დაკრედიტების გაძლიერებამ ვალუტაზე ზეწოლა იქონია.

G&T-ის გათვლებით, ლარი წელს დოლარის მიმართ გაძლიერდება  2.75-2.8 ნიშნულამდე, ხოლო 2020 წელს კი 2.6-2.65-მდე.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები