ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9618        EUR 3.2645        GBP 3.8009        RUB 4.6247        UAH 1.2114        AZN 1.7386        AMD 6.2092      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
შეიხი მუშტარს ეძებს
8 აგვისტო, 2019, 18:48
შეიხი მუშტარს ეძებს

თბილისი (GBC) –  შეიხები „ტერაბანკს“ გასაყიდად ამზადებენ.  ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი 2 წლის წინ კი უარყოფდა. არათუ გაყიდვა, ინვესტიციების გაორმაგებას, სფეროების დამატებას აპირებდა: უძრავი ქონების ბაზარი,  სასტუმრო ბიზნესი, საზღვაო/საჰაერო სატრანსპორტო მიმართულება. მას პორტით  და აეროპორტის მართვაში შესვლის დაინტერესებაზეც აქვს გაცხადებული.

შეგახსენებთ, არაბული ჯგუფი ფლობს  „ბილთმორს“, კაზინოსთან  JEWEL მრავალწლიანი ხელშეკრულებით ( „დაბი ჯგუფმა" „იმელის" შენობის 80%-იანი წილი 2008 წლის მარტში, კომპანია „კაპიტალ ვოსტოკისგან", $22 მლნ -ად შეიძინა. სასტუმროს მმართველად ჯერ „კემპინსკი" დასახელდა, ბოლოს „მილენიუმის" ქსელი გადაწყდა. ფლობდა სატელეკომუნიკაციო ლიცენზიასაც -ვარიდ-ტელეკომი.

არაბი შეიხების თბილისური სასტუმრო წარმატებულად ოპერირებს. გახსნიდან პირველივე 1.5 წლის განმავლობში მფლობელებმა ₾35 მლნ-ზე მატი მიიღეს (2018 წლის მონაცემები)

 66.30% შეიხ ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანს ეკუთვნის, 20.22% შეიხ მოჰამედ ბუტი ალ ჯამედს , 13.4 % შეიხ სურურ ბინ მოჰამედ ალენაჰიანს,. ამასთან, საბოლოო მაკონტროლებელი პირი შეიხი ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანია, რომელიც ასევე ფლობს „ტერაბანკს“, რომლის კაპიტალი, H1/2019 -ის მდგომარეობით, სექტორში ყველაზე მომგებიანია. უკუგების კოეფიციენტი (ROE) -  2,67%.

თუმცა მყიდველის შემაფერხებელი რამდენიმე  ფაქტორია, მათ შორის ფილიალის რამდინიმემუხლშეფარდებული (მათ შორის ფულის გათეთრების)  მმართველი და დაუსრულებელი დავა, რომელიც სააპელაციო სასამართლოშია.  ნახევარი მილიონი აქვს ბანკს კლიენტისთვის გასასტუმრებელი, მისი ხელმოწერის გაყალბებით 800 000-ის  გატანისთვის. ბანკი, კლიენტის ადვოკატის თქმით, გადახდას აჭიანურებს, მაგრამ მაინც მოუწევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკს მფლობელები  სასტუმროსთან ერთ პაკეტად ყიდიან.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები