ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9735        EUR 3.2917        GBP 3.8465        RUB 4.6667        UAH 1.2294        AZN 1.7519        AMD 6.2272      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯორჯიან მანგანეზი ყვირილას სანაპიროს რეაბილიტაციაზე ზრუნავს
9 აგვისტო, 2019, 13:06
ჯორჯიან მანგანეზი ყვირილას სანაპიროს რეაბილიტაციაზე ზრუნავს

თბილისი (GBC) -ჭიათურაში მდინარე ყვირილას სანაპირო ზოლის რეაბილიტაციას "ჯორჯიან მანგანეზი" მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განახორციელებს.

ჭიათურის მერმა - გივი მოდებაძემ და კომპანია "ჯორჯიან მანაგანეზისდირექტორატის საბჭოს წევრმა - თემურ ხონელიამ მერიის სამსახურის უფროსებთან ერთად, ჭიათურაში მდინარე ყვირილას სანაპირო დაათვალიერეს. მდინარე ყვირილას სანაპირო ზოლზე მუნიციპალიტეტის მერია და "ჯორჯიან მანგანეზიმასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებენ. მოხდება ველობილიკის, ტროტუარის, მოაჯირისა და სავალი ნაწილის მოწყობა. ასევე იგეგმება მთელი პერიმეტრის გამწვანება და უსახური შენობების განახლება. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად პროექტის მომზადება უახლოეს პერიოდში დაიწყება, პროექტირების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლება სამუშაოებს კერძო კომპანიასთან ერთად განახორციელებს. გივი მოდებაძის თქმით, ჩატარდება მასშტაბური სამუშაოები, რაც ჭიათურას სრულიად ახალ და თანამედროვე იერს შესძენს. ჭიათურის მერი დარწმუნებულია, რომ "ჯორჯიან მანაგანეზთან" ერთად პროექტის განხორციელება მოკლე ვადებში მოხდება. რეაბილიტაცია მოიცავს: ყვირილას მარცხენა სანაპირო ზოლს მაღაროელთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან - თხელიძის ქუჩის ბოლომდე და მარჯვენა სანაპიროს გამარჯვების პარკიდან - ნიკოპოლის ქუჩამდე.





მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები