






USD | 3.3044 |
EUR | 4.0228 |
GBP | 4.5138 |
TRY | 0.4465 |

თბილისი (GBC) - სამწუხაროდ სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა.
"ამის მერე ბოლომდე ფრთები აქვს გაშლილი დიქტატურას და ჩემთვის ბრალის წაყენებაც ერთ-ერთი ნაბიჯია",- ინტერმედიასთან კონტრაქტზე, რომელზეც ედავებიან, განაცხადა, რომ ფინანსურმა და იურიდიულმა სამსახურებმა გადაწყვიტეს რისკების გადაზღვევისთვის და იყო სწორი. კონტრაქტორთან მან საბაზრო უპირატესობა გამოიყენა და 7-ის ნაცვლად, ერთი წლის შემდეგ 9 მლნ დააბრუნებინა. "ივანიშვილმა ჩემი საჯარო მკვლელობა გადაწყვიტა, კორუფციის დაბრალებით. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები, სახლის საყიდელი. მთელმა ტელევიზიამ იცის, ჩემი შეტანილი ფულით გაიცა ხელფასები და სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით. ამის ყველა საბუთია, სესხის ხელშეკრულება, ფულის შეტანის ჩეკი და ვალის დაბრუნების დოკუმენტიც".
ასევე თქვა, რომ საუკეთესო ტელევიზიას გააკეთებს და ყველა პლატფორმას გამოიყენებს "ბიძინა ივანიშვილის დასამარებისთვის , მოვა პოლიტიკაში, ჩადგება საზოგადოებრივ მოძრაობაში, - "ყველაზე დიდი ქურდი ბიძინა ივანიშვილია, სხვა ქურდებიც არიან, მაგრამ მე არა. მას ელის განადგურება და მე ვიქნები ბევრად მოწყალე, ვიდრებ წარმოუდგენია".
პროკურატურას მოუწოდა რომ არჩევანი 2-დან გააკეთოს, ან პატიმრობა ან თავისუფლება, - "არ გადავიხდი არანაირ გირაოს მაღალს, ვერ დაბალს, არ. ვერც ეჟვანს შემაბამთ, ვერც სახლში დამაბამთ. იმიტომ რომ უდანაშაულო ვარ".