ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9275        EUR 3.2445        GBP 3.5385        RUB 4.3846        UAH 1.1645        AZN 1.724        AMD 6.1567      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ვის ეკუთვნის ქართული კომპანია, რომელიც აშშ-ს სასანქციო სიაში მოხვდა
14 აგვისტო, 2019, 15:27
ვის ეკუთვნის ქართული კომპანია, რომელიც აშშ-ს სასანქციო სიაში მოხვდა

თბილისი (GBC) - ირანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანია  Georgia Petrochemical and Aviatech  აშშ-მ სასანქციო სიაში შეიყვანა.  

 

შესაბამისი ჩანაწერი ინდუსტრიის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების ბიურომ ფედერალურ რეგისტრატორში ათობით კომპანია დაარეგისტრირა. ბიურო მიიჩნევს, რომ  მის მიერ გამოვლენილი კომპანიები აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება და ქვეყანას საფრთხეს უქმნის.

 

Georgia Petrochemical and Aviatech -ი საქართველოში 2008 წლის 13 მარტს არის დარეგისტრირებული. კომპანიის სახელზე საჯარო რეესტრში არც ერთი ამონაწერი არ ფიქსირდება.

 

დამფუძნებლები არიან ირანელი საიდ ვალადბეიგი (60%),  მოჰამმად რეზა მაზჰარი (20%) და საქართველოს მოქალაქე ელმირა დარბინიანი (20%).

 

https://www.iranwatch.org -ის ცნობით, საიდ ვალდბეიგი აკონტროლებს გაერთიანებულ საემიროებში ბაზირებულ Super Alloys LLC -ს და Emirates Alloys-ს, ასევე მალაიზიურ კომპანია NBH Industries და საქართველოში დაფუძნებულ Georgia Petrochemical and Aviatech. სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ვალდბეიგი ახორცილებდა ექსპორტის ოპერაციებს აშშ-დან ირანში.

კერძოდ, ექსპორტი ხდებოდა აშშ-დან საქართველოში, საქართველოდან გაერთიანებულ საამიროებში, იქიდან მალაიზიაში და მალაიზიის გავლით ირანში.

ასევე ხდებოდა სხვადასხვა ქვეყნების (მაგალითად დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ჩინეთი, ჰოლანდია, სომხეთი და სხვა) გამოყენება, რათა ირანში აკრძალული პროდუქცია შესულიყო.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები