ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9759        EUR 3.286        GBP 3.7223        RUB 4.6659        UAH 1.2186        AZN 1.7526        AMD 6.2519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GHG-იმ წლის პირველი ნახევარი ₾31 მლნ-იანი მოგებით დაასრულა
18 აგვისტო, 2019, 18:43
GHG-იმ წლის პირველი ნახევარი ₾31 მლნ-იანი მოგებით დაასრულა

თბილისი (GBC) – საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა (GHG) 2019 წლის პირველი ნახევარი 31,3 მლნ-ის წმინდა მოგებით დაასრულა. მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით არის გაუმჯობესებული.

კომპანიამ ₾472,9 მლნ-ის შემოსავლი მიიღო, 12,7%-ით მეტი ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში. EBITDA-ს ზრდა 20%-მდეა და ₾74.8 მლნ შეადგინ.

GHG-ის მოგებასა და შემოსავლებში განსაკუთრებული წილი ფარმაცევტულ საქმიანობზეა მოდის. მხოლოდ ამ სეგმენტიდან კომპანიამ ₾295.2 მლნ-ის შემოსავალი მიიღო (+16.1%), წმინდა მოგება კი ₾20,4 მლნ-ია (+5,7%). მზარდია სამედიცინო დაზღვევის ბიზნესიც, GHG-იმ ამ სეგმენტში 36,4 ₾მლნ-ის პრემია გამოიმუშავა, წმინდა მოგება ₾1.5 მლნ-ია, მაშინ როდესავ ამ მაჩვენებელმა 2018 წლის იანავრ-ივნისში მხოლოდ 0,2 მლნ შეადგინა.

უმსხვილესი სამედიცინო და ფარმაცევტული კომპანიის CEO ნიკოლოზ გამყრელიძე შედეგებით კმაყოფილია და ბოლო პერიოდში ჯგუფში განხორციელებული ინვესტიციების შედეგების თვალსაჩინოებაზე აღნიშნავს, განსაკუთრებით საამაყოა ჯგუფის ყველა სეგმენტში შემოსავლების ორნიშნულიანი ზრდა და გამყრელიძე იმედოვნებს, რომ ეს ზრდა მომავალშიც გაგრძელდება თითოეულ სეგმენტში გაფართოების, ახალი პროდუქტებისა და სერვისების დანერგვის ხარჯზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები