ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8944        EUR 3.1914        GBP 3.7893        RUB 4.6313        UAH 1.1759        AZN 1.7045        AMD 6.0464      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა
20 აგვისტო, 2019, 11:00
მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10,7%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - 2019 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 10.7%-ით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით 3.2%-ით.

ივნისთან შედარებით ფასების 2%-იანი ზრდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 1.66%-ული პუნქტით განისაზღვრა.


ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (4.3%), კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1.2%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (7.1%).


ფასები 8%-ით გაიზარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე, რამაც 0.54%-ული პუნქტით იქონია გავლენა მთლიან ინდექსზე.


ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონის მადნებზე და სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების სხვა პროდუქციაზე (8.5%).


12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:


დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 9.59%-ული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (12.1%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (16.1%), ასევე ცელულოზაზე, ქაღალდსა და ქაღალდის ნაწარმზე (35.5%);


სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: დაფიქსირდა ფასების 19.3%-იანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.25%-ული პუნქტით აისახა;


ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები შემცირდა 1.4%-ით, რამაც -0.13%-ული პუნქტით იქონია გავლენა მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (წინა თვესთან და წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით) და მის ფორმირებაში მონაწილე ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები