ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9759        EUR 3.286        GBP 3.7223        RUB 4.6659        UAH 1.2186        AZN 1.7526        AMD 6.2519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პორტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემდეგ, პირველი სტრატეგიული პროექტია
მარიამ მინაძე
21 აგვისტო, 2019, 16:14
მეთიუ ბრაიზა: ანაკლიის პორტი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის შემდეგ, პირველი სტრატეგიული პროექტია

თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა, რომელიც უსაფრთხოებისა და  ენერგოპოლიტიკის საკითხებზე მუშაობდა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს და მის მნიშვნელობას ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით, IWPR -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეხმაურება.

მისი განცხადებით, ანაკლიის პორტი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომელიც საქართველომ მიიღო, ბაქო-თბილისი - ჯეიჰანის შემდეგ, რომელიც 2005 წელს გაიხსნა.

მისივე თქმით, პორტი არამხოლოდ ეკონომიკურ ტრანზიტს სთავაზობს, არამედ ქმნის სამხედრო და უსაფრთხოების შესაძლებლობებს.

გარდა ამისა, ბრაიზას თქმით, პროექტმა ასევე გაამძაფრა დაძაბულობა საქართველოსა და რუსეთს შორის. პორტის პროექტი კი საქართველოსთვის თამაშის წესებს ცვლის.

ცხადია, რომ პროექტს აქვს ეროვნული უსაფრთხოების გავლენა, ტრადიციული სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ეს ასევე დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკურ პოზიციაზე მსოფლიოში“, - აცხადებს ბრაიზა.

მაგალითად, ავღანეთში აშშ- სამხედრო მოსამსახურეებმა შესაძლოა განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება ნაცვლად, ავღანეთში სამხედრო ტვირთის თურქეთის პორტებიდან, მაგალითად მერსინიდან და საქართველოს სახმელეთო გზით გადატანისა

ასე რომ, ბრაიზას თქმით, იქნება გაცილებით მეტი ბიზნესი, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან.

პორტი საქართველოს ჩამოაყალიბებს, როგორც ძლიერ გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც იქნება შესანიშნავი მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ზოგადად უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით

ანაკლიის პორტი გააძლიერებს საქართველოს შესაძლებლობას ეკონომიკურად მყარად იდგეს და იყოს უფრო დამოუკიდებელი, რაც გარკვეულწილად უარყოფს იმ ბერკეტს, რაც რუსეთმა შესაძლოა საქართველოს მიმართ გამოიყენოს. ესაა სწორედ ის, რის გამოც რუსეთს ეს პროექტი სძულს“, - აცხადებს ბრაიზა.

რუსეთმა საკუთარი ნებით გადაწყვიტა შეზღუდოს საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა. ხოლო, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის კი ნებისმიერი რამ კარგია, რაც დაეხმარება საქართველოს გაძლიერდეს, როგორც ქვეყანა  - ასეთი კარგი რამ კი სწორედ ანაკლიის პორტი იქნება.

საქართველოს აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი“, - აცხადებს ბრაიზა.

მისივე თქმით, რუსეთი არ აპირებს სამხედრო ძალის გამოყენებას ანაკლიის პორტის პროექტის დასაბლოკად, ასე რომ, თუ ახლა პროექტი არ შეფერხდება ამ საშინელი შიდა სამართლებრივი დავის შედეგად, საქართველოს ანაკლიის პორტი განხორციელდება და რუსეთი ვერ შეძლებს მის შეჩერებას. გრძელვადიან პერიოდში ის არ ღელავს რუსეთის წინააღმდეგობაზე.

ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის და ტრანს-ადრიატიკული მილსადენების პროექტებზე რუსეთმა  არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსა საქართველოში, რათა ხელი შეეშალათ პროექტისთვის. როდესაც იგივე მოხდება ანაკლიის პორტის შემთხვევაში, არ ვამბობ, ”არ ინერვიულოთ რუსეთის მცდელობებზე, გამოიყენოს პოლიტიკური ან, შესაძლოა იურიდიული ბერკეტი საქართველოს სისტემაში” - ეს არის ის, რაც უნდა იცოდეთ და იბრძოლოთ.

ბრაიზის აზრით, საქართველომ თავიდან უნდა აიცილოს იაფი ჩინური დაფინანსება, ინფრასტრუქტურული პროექტების, ვინაიდან, თუ ეს მოხდება, როგორც სხვა ქვეყნებში ვხედავთ, ხშირად ქვეყანა, სადაც ჩინური ინფრასტრუქტურული პროექტებია განხორციელებული, კარგავს საკუთრების უფლებას, როდესაც ვეღარ იხდიან ჩინურ ვალს.

ამიტომ, ბრაიზი საქართველოს ურჩევს იყოს ჭკვიანი და არა ხელმოჭერილი. „არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება იყოთ დამოკიდებული რომელიმე ერთ ინვესტორზე, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყანა იქნება ის“.

ბრაიზი ფიქრობს, რომ პროექტს უზარმაზარი გავლენა ექნება საქართველოსთვის ნატოს პერსპექტივაზე. ნატო პორტს სამხედრო წვრთნებისთვის გამოიყენებს.

ნაკლებ სავარაუდოა, რომ თუკი რუსეთის მხრიდან კვლავ იქნება სამხედრო მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, როგორც 2008 წელს იყო, ნატო მათ უპასუხებს, მაგრამ  2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის შემდეგ, ჩვენ დავინახეთ, რომ დიდი მოთხოვნილება იყო საქართველოში მატერიალური მასალის შემოტანისა და აუცილებელი გახდა, რომ რუსეთისთვის შეკავების მესიჯები მისვლოდა. ეს ლოჯისტიკურად რთული იყო, როდესაც ფოთის პორტს უნდა დაეყრდნო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსებმა ჩაძირეს სანაპირო დაცვის ნავები, რომელიც აშშ- უზრუნველყო საქართველოსთვის

უფრო დიდი პორტით, როგორიც ანაკლიაა, ნატოს უფრო დიდი შესაძლებლობები ეძლევა ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

ბრაიზი ფიქრობს, რომ რუსეთის ყველაზე დიდი შიში მისი ეკონომიკური გავლენების და კონტროლის უნარის შემცირებაა საქართველოზე. თუკი ანაკლიაში რეგულარულად იქნებოდა აშშ- ან ნატოს წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, რუსეთი მკაცრად შეეწინააღმდეგებოდა. თუმცა, ბრაიზის თქმითრუსეთისთვის სტრატეგიული გამოწვევა კიდევ უფრო მეტი იქნება, თუ როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკური კავშირები ევროკავშირთან ანაკლიის პორტის წყალობით.

იმის გათვალისწინებით, რომ პროექტმა  და ჯგუფმა რომელიც მას ავითარებს მტკიცე მხარდაჭერა მიიღეს ქართული საზოგადოების მხრიდან,  თუ ასეთი სერიოზული ინვესტორები იქნება დაბრკოლებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს მოჩვენებითი დამოუკიდებლობა და ის გააგზავნის დამაბრკოლებელ სიგნალს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ, რაც გამოიწვევს მკვეთრად შექცევას იმ პროგრესიდან, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა და გაუმჯობესდა თავისი საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით. „ეს იქნება ტრაგედია საქართველოსთვის“, - აცხადებს ბრაიზი.

ბადრი ჯაფარიძე ბრაიზისთვის ერთ-ერთი პატივსაცემი და სანდო პიროვნებაა, რომლითაც აღფრთოვანებულიაიგივეს ფიქრობს მამუკა ხაზარაძეზეც, თუმცა აღნიშნავს, რომ ბადრის უკეთ იცნობს. ბადრი ჯაფარიძის მიმართ განვითარებული მოვლენების გაგების შემდეგ, ბრაიზი ვერ იჯერებს და შოკშია.

რატომაა მამუკა ხაზარაძე ასე დარწმუნებული რომ მთავრობას ის და პორტის პროექტი მიზანში აქვს ამოღებული, არ ვიცი. ვფიქრობ მან მეტი იცის ვიდრე მე“, - აცხადებს ყოფილი დიპლომატი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები