ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9089        EUR 3.221        GBP 3.8319        RUB 4.5697        UAH 1.2276        AZN 1.7103        AMD 6.0767      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გორგოძე ნაკრებში ბრუნდება
30 აგვისტო, 2019, 14:10
გორგოძე ნაკრებში ბრუნდება

თბილისი (GBC) -2019 წლის მსოფლიო თასისთვის მამუკა გორგოძის ნაკრებში  დაბრუნებაზე ინფორმაცია დილიდან ვრცელდება, რასაც რაგბის ქართველი ქომაგი ბოლო წუთამდე ელოდა და იმედსაც ინარჩუნებდა. 

გორგოძის “ბორჯღალოსნებში” ისევ გამოჩენის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც სამხრეთაფრიკულ “საუზერნ კინგსთან” მატჩში ნაკრების წამყვანი მეორახაზელი გიორგი ცუცქირიძე დაშავდა. ამან, ფრანგულ “ტულონთან” და თავად მამუკასთან მოლაპარაკებები კიდევ უფრო დააჩქარა და როგორც ჩანს, შედეგიც გამოიღო. ლეგენდარული “გორგოძილა”, რომელმაც ბოლოს “ბორჯღალოსანთა” მაისურით 2017 წელს რუმინეთთან ითამაშა, სულ კი ზურგს 71 კეპი უმაგრებს, ნაკრებს მსოფლიო თასის მატჩებში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ გორგოძემ ტოპ 14-ის პირველივე ტურში “აჟენთან” წყვილი ლელო დადო და დაადასტურა, რომ 35 წლის ასაკშიც ჩინებულ ფორმაში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მამუკა ტულონელთა მაისურით ხვალ “ბორდოს” გაეჯიბრება, 7 სექტემბერს კი – “ლიონს” და ნაკრების შეკრებაზე სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდება (მსოფლიო სპორტი).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები