ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9608        EUR 3.2699        GBP 3.6874        RUB 4.6206        UAH 1.1948        AZN 1.7374        AMD 6.2202      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ინვესტიციები გეპ-ის 1.8%-ია, საქართველოში კი 3,5 - ჯერ მეტი - იოსებ არჩვაძე
9 სექტემბერი, 2019, 14:47
 ინვესტიციები გეპ-ის 1.8%-ია, საქართველოში კი 3,5 - ჯერ მეტი - იოსებ არჩვაძე

თბილისი (GBC) - იოსებ არჩვაძე - პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალური ეროვნული პროდუქტის (გეპ) მხოლოდ 1.8 პროცენტია, საქართველოში კი 3,5 - ჯერ მეტია

წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მობილიზებისა  და ეკონომიკური ზრდის დიდი წილი ზემოხსენებული გარე დახმარებების ხარჯზე მოდიოდა. ამჟამად მდგომარეობა არსებითად შეცვლილია. ქვეყნის შიგნით არსებობს სულ უფრო მზარდი რესურსი, რომელიც ეკონომიკას ზრდის" - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა იოსებ არჩვაძემ.

ამას მნიშვნელობა აქსს, როცა ერთი მხრივ, ინვესტიციების, და მეორე მხრივ, ეკონომიკური განვითარების დინამიზმზე ვსაუბრობთ. 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 187.0 მლნ. აშშ დოლარი შადგინა, რაც გასული წლის მეორე კვარტალის ანალოგიურ მონაცემზე დაახლოებით 2.2-ჯერ ნაკლებია, ამის რამნდენიმე მიზეზი არსესბობს. მსოფლიოში, გლობალური მასშტაბით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იკლებს. ბოლო ორ წელში  2.3-ჯერ და მეტად არის შემცირებული, 15 წლის წინანდელ, 2004 წლის დონემდე.  „ეს ვითარება, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება საქართველოზეც, რომელიც საკმაოდაა ინტეგრირებული მსოფლიო მეურნეობაში თავისი ღია და ლიბერალური ეკონომიკით. ინვესტიციების გლობალური შემცირება მკვეთრად ზრდის კონკურენციას მათ პოტენციურ მიმღებებს შორის,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

ამასთან ინვესტირება თვითმიზანი კი არაა, არამედ მათ საფუძველზე  წარმოების პროცესის დაწყების უზრუნველყოფა. მისი თქმით, თუკი ამა თუ სექტორში, დარგში, რეგიონში სრულდება ინვესტიცია, ეს როგორც წესი, იმავდროულად ნიშნავს მათ საფუძველზე ახალი წარმოებისა და მომსახურების მასშტაბურ დაწყებას (ან ძველის გაფართოებას), რაც თავის მხრივ, ეკონომიკის ზრდისა და განვითარების განმსაზღვრელი პირობაა. „ასე უნდა შევაფასოთ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება. იმავე კონტექსტში, მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ აზერბაიჯანის „სოკარმა“ დიდწილად დაასრულა საქართველოში საკუთარი ინფრასტრუქტურის ფორმირება, რაც, მართალია, ზრდის საქმიანობის ამ სფეროსა და უშუალოდ „სოკარის“ წილს საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ მეორეს მხრივ, ამან დააფიქსირა აზერბაიჯანული ინვესტიციების 5-ჯერადი შემცირება ჩვენს ქვეყანაში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,“ - განაცხადა ექსპერტმა.

ინვესტიციების შემცირების სხვა მიზეზებად იოსებ არჩვაძემ არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ სავალო ვალდებულებების შემცირებას (სასესხო დავალიანების დაფარვას) და რეინვესტიციის მოცულობის კლებას ასახელებს. გარდა ამისა, მისი თქმით, ბევრი ბიზნესი, რომელმაც საქართველოში საქმიანობა  დაიწყო, როგორც უცხოურმა ინვესტიციამ, დროთა განმავლობაში, ბიზნესის წარმოების ხელსაყრელი პირობების გამო, გადარეგისტრირდა, როგორც საქართველოს რეზიდენტი. Doing Business-ის მიხედვით საქართველო ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზეა (2019 წლის მიხედვით - 6-ე ადგილი მსოფლიოში), რაც საერთაშორისო საქმიან წრეებში ამყარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში ღირს შესვლა არა ერთჯერადად და მოკლე ვადით, არამედ სერიოზულად და ხანგრძლივად, ხოლო საგადასახადო რეჟიმის გათვალისწინებით - ადგილობრივი რეზიდენტის სტატუსით.

ეკონომიკის ექსპერტმა ასევე მოიყვანა ერთი შედარებაც. მისი თქმით, „თუ გლობალური მასშტაბით ავიღებთ, ვნახავთ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გლობალური ეროვნული პროდუქტის მხოლოდ 1.8 პროცენტია, საქართველოში კი აღნიშნული მაჩვენებელი, თუ ბოლო 4 კვარტალის მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ, 6.2 პროცენტზე მეტია, ანუ ბოლოდროინდელი შემცირების მიუხედავად, მსოფლიო დონეს ამ მაჩვენებლით დაახლოებით 3.5-ჯერ მაინც ვუსწრებთ.“ 

იოსებ არჩვაძე ასევე შეეხო სახელმწიფო დაფინანსებით მსხვილი ინფრასტრუქტურული პროქტებს. მისი თქმით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩუმათელეთი-არგვეთას 52-კილომეტრიანი სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა (რომელიც უკვე მიმდინარეობს) და ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა 9 კილომეტრიანი გვირაბის ჩათვლით (რომელიც სულ მალე დაიწყება), რომლებიც თავისი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისაგან მოზიდული თითქმის ორმილიარდიანი მოცულობით, თუ ფორმალურ მხარეს არ მივაქცევთ  ყურადღებას, ასევე წარმოადგენენ უცხოურ ინვესტიციებს. „ამის გათვალისწინებით, ჩვენ კი არ გვიმცირდება არამედ საგრძნობლად გვეზრდება უცხოური ინვესტიციები, ის რესურსები, რომლებსაც ეფუძნება ეკონომიკის უფრო სწრაფი და დინამიური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება. საბოლოო ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - მხოლოდ ერთერთი საშუალებაა და არა თვითმიზანი სოციალურად ორინტირებული სახელმწიფოსათვის,“ - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, იოსებ არჩვაძემ

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები