ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0624        EUR 3.4593        GBP 3.8617        RUB 4.3016        UAH 1.1359        AZN 1.8014        AMD 6.3256      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება
16 სექტემბერი, 2019, 14:32
ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

თბილისი (GBC) - ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. სიმბოლური კაფსულა პრემიერმა გიორგი გახარიამ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩადეს.

26 099 კვ მეტრი მინის ნაკვეთზე აშენდება ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი

ევროპული სკოლა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ ეყოლება, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პირველ პრეცედენტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სკოლის დაფუძნება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სკოლა ექვსი პარტნიორი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) მოსწავლეებს მულტიკულტურულ  გარემოსა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებულევროპულ, მაღალი ხარისხის განათლებას შესთავაზებს.

ევროპული სკოლის საპილოტე პირველი ეტაპი 2018 წელსახალი სკოლისბაზაზე დაიწყოამავე ტერიტორიაზე აშენდა საერთო საცხოვრებელიც. მშენებლობა მთლიანად ევროკომისიამ დააფინანსა.  2019 წლიდან, პარტნიორი ქვეყნებიდან შესაბამისი საკონკურსო პირობებით შერჩეული 16-17 წლის 75 მოსწავლე საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სადიპლომო პროგრამაზე ისწავლისსკოლის სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ, დაგეგმილია სწავლების ევროპული სისტემის შინაარსისა და კონცეფციების ინტეგრაცია საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ორმაგი დიპლომის შეთავაზება სტუდენტებისთვის და საქართველოს განათლების სისტემის მიერ ევროპული სკოლის (ES) სპეციფიკური საშუალო საფეხურის სასწავლო კურიკულუმის აღიარება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

სასკოლო კომპლექსის ინფრასტრუქტურაში ჩადებული ინვესტიციის გარდა, ევროკავშირი გააგრძელებს სასწავლო გრანტების გამოყოფას, უზრუნველყოფს მასწავლებელთა პროფესიულ გადამზადებას და ხელს შეუწყობს სასწავლო კურიკულუმის დახვეწა-შემუშავებას. ევროპული სკოლა სრულფასოვნად 2023 წლის სექტემბერში დაიწყებს ფუნქციონირებას და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი იქნება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები