ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9723        EUR 3.2779        GBP 3.8265        RUB 4.6531        UAH 1.2273        AZN 1.7487        AMD 6.2169      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანაკლიის კონსორციუმი Meridian Capital Limited-ის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე მიუთითებს
20 სექტემბერი, 2019, 18:45
ანაკლიის კონსორციუმი Meridian Capital Limited-ის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე მიუთითებს

თბილისი (GBC) - “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ  ინფორმაციას ეხმაურება და მცდარს უწოდებს:


“Merdian Capital Limited (Meridian) არის მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელით, რაც მოიცავს სამომხმარებლო პროდუქტებს, უძრავ ქონებას, ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორს, ინფრასტრუქტურასა და ბუნებრივ რესურსებს. მერიდიანი ყაზახური წარმომავლობის ჯგუფია, რომლის სათაო ოფისიც ჰონგ კონგში მდებარეობს და რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აქვს ოფისები, ასევე ყავს შვილობილი ორგანიზაციები.

მერიდიანს და მასთან აფილირებულ კომპანიებს აქვთ საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება - როგორც ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონში, ისე მსოფლიოს მასშტაბით - მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და ამერიკაში - რაც მოიცავს ინვესტიციებს ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო სექტორში. მერიდიანის გლობალურ ინვესტიციებსა და პროექტებს შორის არის:


▸ ცათამბჯენი მანჰეტენზე ნიუ იორკში (ნიუ იორკი, აშშ), რომელიც მანჰეტენის ერთ-ერთ წამყვან დეველოპერთან, Extell-თან ერთად განავითარა

▸ მსოფლიო კლასის აქტივები ტურიზმისა და მანპინძლობის სექტორში, მათ შორის: Meridian Adventure Dive Resort and Marina Club (ინდონეზია), Four Seasons Bora Bora (ფრანგული პოლინეზია), Hidden Bay Teos (იზმირი, თურქეთი)

▸ Food Union - ბალტიისპირული რძის პრუდუქტებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანია, ოპერაციებით ლატვიაში, ესტონეთში, ლიტვაში, დანიაში, ნორვეგიაში, რუსეთში, ბელორუსიაში, ჩინეთსა და რუმინეთში

▸ Novaport - ფლობს და ოპერირებს 14 რეგიონალურ აეროპორტს რუსეთში,

წარსულში მერიდიანმა გაასხვისა თავისი წინა ინვესტიციები (გაზისა და ნავთობის კომპანია - ლონდონის ბირჟაზე), Morgan Stanley-ზე (მსხვილი უძრავი ქონების კომპანია სანკტ-პეტერბურგში) და ფრანგულ Danone-ზე.

მეტი ინფორმაცია მერიდიანის, მისი მენჯმენტის, პორტფელისა და პროფილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://www.meridiancapitallimited.com/

კონსორციუმი განმარტავს, რომ მერიდიანი არ არის მისი ერთადერთი პოტენციური ინვესტორი, რომელთანაც აწარმოებს მოლაპარაკებებს კაპიტალში ინვესტირების თაობაზე. კონსორციუმი ასევე მოლაპარაკებებში იმყოფება მსხვილ ამერიკულ საინვესტიციო ფონდთან, რომელიც აგრეთვე წარედგინა საქართველოს მთავრობას, რათა განხილული იქნას, როგორც პოტენციური ინვესტორი ანაკლიის პორტში ინვესტირებისათვის.


კონსორციუმი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, რომ შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები და მიაღწიოს ფინანსურ დახურვას, რაც საჭიროა პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები