ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9562        EUR 3.3476        GBP 3.7328        RUB 4.2963        UAH 1.1144        AZN 1.7389        AMD 6.1284      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საშემოდგომო მიღება - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში
2 ოქტომბერი, 2019, 18:24
საშემოდგომო  მიღება - სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში

თბილისი (GBC) სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში საშემოდგომო მიღება დაიწყო.პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტების რეგისტრაცია 2-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. კოლეჯის ადმინისტრაცია მსურველებს ევროპული ხარისხის პროფესიულ განათლებას სწავლების დუალური (სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება) მეთოდითა და დასაქმების გარანტიით სთავაზობს. კოლეჯში ჩარიცხულ სტუდენტებს, პროფესიონალი პედაგოგების მონაწილეობით, საშუალება ეძლევათ განათლება განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ სასწავლო გარემოში მიიღონ.

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სწავლის მსურველებს სთავაზობს შემდეგ დუალურ პროგრამებზე ჩარიცხვას:

რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობა, რკინიგზის ლიანდაგის მონიტორინგი,რკინიგზის ელექტრო მომარაგების მეურნეობა

სავაგონო მეურნეობა,სარკინიგზო გადაზიდვები,რკინიგზის ელექტრო მოძრავი შემადგენლობა

დუალურ პროგრამებზე რეგისტრაციის მსურველები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში პირადობის დამადასტურებელი მოწმობით უნდა მივიდნენ.

ასევეა აპლიკანტთა მიღება შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა, მეჩარხე

მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე   რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია საიტზე: vet.emis.ge

კოლეჯის მისამართია. თბილისი, თემქის მე-11 მიკრო რაიონი მე-3 კვარტალი (თბილისის ზღვის ასასვლელთან).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები