ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9682        EUR 3.298        GBP 3.8242        RUB 4.638        UAH 1.201        AZN 1.7481        AMD 6.2161      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბრალდების მხარე მტკიცებულებებს იშორებს, ადვოკატი - დაკითხვის ოქმებზე
10 ოქტომბერი, 2019, 15:38
ბრალდების მხარე მტკიცებულებებს იშორებს, ადვოკატი - დაკითხვის ოქმებზე

თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, თუკი სასამართლო მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლობაზე პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ამით დაცვის უფლებას შეზღუდავს. როგორც კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლების იმდაგვარი ინტერპრეტირება, როგორც ეს პროკურორებმა მოახდინეს, დაცვას საზღვარგარეთ სხვადასხვა მოქმედებების ჩატარებას შეუზღუდავს.

 

ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის თქმით, პროკურატურა საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, რომლებიც მათი ბრალდების აბსურდულობას ამტკიცებს.

 

„დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილია ერთი მტკიცებულების ამორიცხვა, რომელიც ე.წ. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი გაურკვეველი ანგარიშია, რომელიც საპროცესო კოდექსის არანაირ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ არის მათთვის გადაცემული სრულად მასალები, ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობენ და ამიტომ გაუგებარია რის საფუძველზე გააკეთეს დასკვნა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ მოითხოვეს დაცვის მხარის მიერ საზღვარგარეთ ჩატარებული მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ამ საქმის მთავარი მოწმეების გამოკითხვის ოქმების დაუშვებლად ცნობა. ისინი გამოიკითხნენ საზღვარგარეთ შესაბამისი საპროცესო კოდექსის დაცვით, ვინაიდან ისინი იქ ცხოვრობენ. გასაგებია, რომ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულებები საერთოდ უქარწყლებს იმ ბრალდებას, რომელიც წარმოდგენილო აქვს და თუკი ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდება, მაშინ დაცვის მხარის უფლება საერთოდ შეიზღუდება. მე არც კი ვუშვებ, რომ სასამართლო მას დააკმაყოფილებს. ეს არის მტკიცებულებები, რომელზეც ამდენი ხანია ვიძახდით, რომ არსებობს და ადასტურებს სასესხო ურთიერთობებს, ადასტურებს, რომ არანაირ თაღლითობას, არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შეეცდება ამ მტკიცებულებების ამორიცხვას", - განაცხადა კორძაძემ.

 

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, ბრალდების მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეში მაინც დარჩება ეს მტკიცებულებები.

 

"ეს მტკიცებულებები ჩვენ სხვა მხრიდან წარმოდგენილი მაინც გვაქვს, თუმცა სასამართლოს მიერ ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილება და ამ მუხლების ინტერპრეტირება, რასაც ითხოვს ბრალდების მხარე, მარტო ამ საქმეს არ დაამჩნევს კვალს. ეს ნიშნავს, რომ ვერც ერთ საქმეზე დაცვა ვერარანაირ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებს, ვინაიდან მას არ გააჩნია პროკურატურის მსგავსად სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესაძლებლობა", - განაცხადა კორძაძემ.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები