







თბილისი (GBC) -ევროკავშირის
ელჩი კარლ ჰარცელი FAO-ENPARD-ის პროექტის ბენეფიციარ ფერმერს პროდუქციის სუპერმარკეტში (კარფური)შეტანას მიულოცავენ.
დავით და ვალენტინა კაპანაძეებმა პროგრამის ფარგლებში, წელს ლაგოდეხის რაიონში ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყვეს. FAO-მ ფერმერი კარფურს დააკავშირა.
პროექტის ფარგლებში პირველი, კონტრაქტით გამყარებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც ერთი მხრივ, ფერმერის შემოსავლის ზრდისკენ, ხოლო მეორე მხრივ, საქართველოში წარმოებული პროდუქტის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. ~
FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
გარდა ამისა, მიმდინარეობს
კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ტკბილი სიმინდის სადემონსტრაციო
ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში.