ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8647        EUR 3.2024        GBP 3.8341        RUB 4.6032        UAH 1.2195        AZN 1.6894        AMD 5.9868      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბას გამარჯვებულები 4 000 -ის ნაცვლად ₾6 000-ს მიიღებენ
15 ოქტომბერი, 2019, 19:51
საბას გამარჯვებულები 4 000 -ის ნაცვლად ₾6 000-ს  მიიღებენ

თბილისი (GBC) ლიტერატურული პრემია "საბას" 6 ნომინაციის ფინალისტები ოთხშაბათს ასახელდება. 2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს:

1.             საუკეთესო რომანი

2.             საუკეთესო პოეტური კრებული

3.             საუკეთესო პროზაული კრებული

4.             საუკეთესო პიესა

5.             საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6.             საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

7.             უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

8.             ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წლევანდელი ფინალისტების სია უკვე ცნობილია პირველ 6 ნომინაციაში, ხოლო „ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდება. რაც შეეხება ნომინაციას „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე  გახდება ცნობილი.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. მეჩვიდმეტე კონკურსი საინტერესო სიახლეებით დაიწყო.   წელს „საბას“  საპრიზო ფონდი გაიზარდა, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები