ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8647        EUR 3.2024        GBP 3.8341        RUB 4.6032        UAH 1.2195        AZN 1.6894        AMD 5.9868      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქვიშის მოჭიდავეები საქართველოში 2 მედლით ბრუნდებიან
15 ოქტომბერი, 2019, 20:40
ქვიშის მოჭიდავეები  საქართველოში 2 მედლით ბრუნდებიან

თბილისი (GBC) - დოჰაში მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე, საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ საშეჯიბრო დღეს ორი მედალი მოიპოვა. ჯემალ კილაძის გაწვრთნილმა გუნდმა ორი სპორტსმენით იასპარეზა და კვარცხლბეკზე ორივე  ავიდა.

სადებიუტო თამაშების - „ყატარი 2019“-ის გამარჯვებული ლევან ქელეხსაშვილი გახდა. ქელესაშვილმა 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და ფინალამდე 5 შეხვედრა მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში, მომავალმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი პანა ილიასლი დაამარცხა და მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ქვიშის თამაშების პირველი გამარჯვებული გახდა.

ოქროს მედლამდე სულ ცოტა დააკლდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის პრიზიორსა და ევროპის ორგზის ჩემპიონ დათო მარსაგიშვილს. მარსაგიშვილმა 90 კგ წონით კატეგორიაში, ჯგუფურ ეტაპზე 4 შეხვედრიდან 3 მოიგო და დამარცხდა ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ პაკისტანელ მუჰამად ინამთან, ხოლო ნახევარფინალში რუმინელი მეტოქის ძლევით ფინალში გავიდა და კვლავ ინამს დაუპირისპირდა. განმეორებით ორთაბრძოლაში ამჯერადაც პაკისტანელმა ფალავანმა გაიმარჯვა და ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო მარსაგიშვილი ქვიშის თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა.

საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია. 15 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის ღირსებას კვლავ მოჭიდავეები - დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) დაიცავენ. შეგახსენებთ, რომ საქართველო ქვიშის თამაშებზე 4 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.          

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები