ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8647        EUR 3.2024        GBP 3.8341        RUB 4.6032        UAH 1.2195        AZN 1.6894        AMD 5.9868      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ზომები მივიღეთ, გავამკაცრეთ პოლიტიკა, განვახორციელეთ ინტერვენციები - კობა გვენეტაძე
16 ოქტომბერი, 2019, 11:26
ზომები მივიღეთ, გავამკაცრეთ პოლიტიკა, განვახორციელეთ ინტერვენციები - კობა გვენეტაძე

თბილისი (GBC) -„ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დააწვა ინფლაციას. რადგან სებ-ის მანდატი ინფლაციასთან ბრძოლაა, სათანადო ზომები მივიღეთ, გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა და განვახორციელეთ ინტერვენციები. იმისათვის, რომ მომავალშიც ხელი შევუწყოთ ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხის შემცირებას, მივიღეთ გადაწყვეტილება უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნების 5%-ით შემცირების შესახებ, ამავე დროს უცხოური ვალუტის ლიკვიდობის მიმართულებით გარკვეული შეღავათი მიეცემათ კომერციულ ბანკებს. ეს ნიშნავს, რომ დამატებით დაახლოებით 700 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის რესურსის გაცემას შეძლებენ ბანკები სესხების სახით. ამავე დროს ეს ნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტის სესხებზე შემცირდება. აღნიშნულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყონ გაცვლითი კურსის დასტაბილურებას. შესაბამისად, დროთა განმავლობაში ინფლაციაზე წნეხი შემცირდება ", -განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ს დოლარიზაციის წახალისება კიდევ მოუწევს. გაუფასურებული ლარი და მზარდი ინფლაცია, მაკროეკონომიკურ მთავარ გამოწვევად რჩება თიბისი ბიზნესისთვის.

მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, სებ-მა პოლიტიკა გაამკაცრა და სავალუტო დაკრედიტების რეგულირება შეარბილა, სარეზერვო ნორმის შემცირებით, რომელიც 17 ოქტომბრიდან შედის ძალაში.

ლარის ეფექტური კურსი თუ არ გამყარდა, სებ-ს -5% შერბილება და + 0.25% გამკაცრება მოუწევს.  რაც $-ის კურსს 2.8-2.85 -მდე დაიყვანს.

 5%-ით, 25%-მდე შერბილებით,  სისტემაში $700 მლნ საკრედიტო რესურსი დარჩა. 


 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები