ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9089        EUR 3.221        GBP 3.8319        RUB 4.5697        UAH 1.2276        AZN 1.7103        AMD 6.0767      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
"საქართველო ღვინის სამშობლო" პარიზში აღიარეს
17 ოქტომბერი, 2019, 14:04
საქართველო ღვინის სამშობლო პარიზში აღიარეს

თბილისი (GBC) –„საქართველო ღვინის სამშობლოს“ სპეციალური პრიზი გადაეცა პარიზში, ლუქსემბურგის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე.

ქართულმა სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტურმა ფილმმა  მარსელში მიმდინარე წლის 13-16 ივნისს გამართულ ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის ფესტივალზე Oenovideo - ფესტივალის პარტნიორთა და ჟიურის მიერ - მეცნიერებისა და კულტურის სპეციალური პრიზი მიიღო. წელს, ფესტივალის შესარჩევ ეტაპზე,  144 ფილმი მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ფილმი სამეცნიერო კვლევაზეა, რომლითაც მეცნიერულად დასაბუთდა, რომ საქართველოა ღვინის სამშობლო და 8000 წლის წინ სწ დაიწყო ველური ვაზის მოშინაურება და ღვინის  წარმოება. ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ბორდოში 2017 წელს გამართულ პროექტზეც „საქართველო მეღვინეობის აკვანი“, სადაც ახლადგახსნილ ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში - La Cité du Vin საქართველო, როგორც პირველი მიწვეული ქვეყანა იყო.

სამეცნიერო-მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაღებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს „საქპატენტის“ მხარდაჭერით. ორმოცწუთიანი ფილმის რეჟისორია ალექსანდრე გაბუნია. გადაღებები სხვადასხვა დროს საქართველოსა და აშშ-ში, ასევე იტალიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა. ფილმი გადაღებულია სტუდია „სინემანი ფილმს“- ის ბაზაზე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები