ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9562        EUR 3.3476        GBP 3.7328        RUB 4.2963        UAH 1.1144        AZN 1.7389        AMD 6.1284      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
EshviKids-ი - ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებს
17 ოქტომბერი, 2019, 14:47
EshviKids-ი - ქართული ბრენდი საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებს

თბილისი (GBC) - საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი Eshvikids-ი მალე იაპონიის ბაზარზე გამოჩნდება. Eshvikids-ი იაპონურ კომპანია Ronherman-ს შეკვეთას თებერვალში მიაწვდის და ქართული პროდუქცია Ronherman-ის 4 მაღაზიაში გაიყიდება.

Eshvikids-მა Ronherman-თან ბიზნესკავშირები ივნისში საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Bimbo დაამყარა. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაღაზიაა არა მხოლოდ იაპონიის, არამედ აშშ- მასშტაბითაც.

როგორც GBC-სთან Eshvikids-ის ბრენდ მენეჯერი  მარიამ ფირანაშვილი ამბობს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთისა და გერმანიის კონცეპტუალურ საბავშო მაღაზიებთანაც.

Eshvikids-ი ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. კომპანიას საბავშო ტანსაცმელი ექსპორტზე იაპონიასა და ქუვეითში უკვე გააქვს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ www.eshvikids.co.uk  ასევე ბრენდი წარმოდგენილია საერთაშორისო ონლაინ პლატფრომა www.farfetch.com-ზე.

Eshvikids-ის საბავშვო ტანსაცმელი მხოლოდ ნატურალური და ორგანული ქსოვილისგან იკერება, ქსოვილი კი კომპანიას თურქეთიდან და იტალიიიდან შემოაქვს. ამ დროისთვის კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული, თუმცა ჰყავს ქვეკონტრაქტორებიც.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიამ ფირანაშვილის თქმით, წინ  ბრენდის საინტერესო განვითარებასთან ერთად ახალ საექსპორტო მიმართულებებს უნდა ველოდოთ.

კომპანია მონაწილეობას მიიღებს ფლორენციასა და პარიზში იანვარში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენებზე.

Eshvikids-ის დამფუძნებელი თათუნა სვანიძეა, რომელსაც ლონდონში აქვს დაფუძნებული სამკაულების ბრენდი Eshvi. კომპანია კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ხშირად არის ცნობილი ადამიანების ინტერესის საგანი და ბევრი მნიშვნელოვანი ჟურნალის გარეკანზეც ხვდება. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები