ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1576        EUR 3.4134        GBP 3.8782        RUB 4.1072        UAH 1.148        AZN 1.8574        AMD 6.3104      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მდგრად დაფინანსებაზე პრეზენტაცია წარადგინა
18 ოქტომბერი, 2019, 12:26
კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მდგრად დაფინანსებაზე პრეზენტაცია წარადგინა

თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მონაწილეობდა., რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჯორჯინა ბეიკერი უძღვებოდა, ისაუბრეს განვითარებადი ბაზრების პროგრესზე მდგრადი დაფინანსებით და SBN-ის ყოველწლიურ გლობალურ და წევრი ქვეყნების ინდივიდუალური ანგარიშების გამოქვეყნებას. მონაწილეებმა განიხილეს მიმდინარე გამოწვევები მდგრადი დაფინანსების განვითარების კუთხით და ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარეს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მნიშვნელობაზე არამარტო ფინანსური სტაბილურობის, არამედ ქვეყნის მდგრადი განვითარების კუთხითაც.
"დღითიდღე იზრდება იმ ცენტრალური ბანკების რიცხვი, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ინტეგრაციას ახდენენ. ეროვნული ბანკი ამ მიმართულებით 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც SBN-ში გაწევრიანდა, 
აქტიურად მუშაობს. ამ ხნის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად", -  აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ხელშესაწყობად. 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ამ მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გასულ წელს IFC-თან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. მსგავსი ტიპის ღონისძიება წელსაც იგეგმება. ამ და სხვა მნიშნველოვანი ნაბიჯების შედეგია საქართველოს პროგრესი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით, რის შედეგადაც საქართველო SBN-ის მდგრადი დაფინანსების შეფასების ექვსსაფეხურიან სისტემაში ორი საფეხურით დაწინაურდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები