ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9446        EUR 3.2606        GBP 3.8789        RUB 4.6194        UAH 1.244        AZN 1.7365        AMD 6.1667      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზოდის ქვის საწარმო გაიხსნება
24 ოქტომბერი, 2019, 15:46
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზოდის ქვის საწარმო გაიხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამააწარმოე საქართველოსფარგლებში ხვალ “ზოდი“-ს ქართული ქვის საწარმო გაიხსნება. 

ზოდიქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, ასევე სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. საქართველოშიზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დასაქმებული ყავს 200 ადამიანი და ყოველდღიურად საშუალოდ 350 მომხმარებელს ემსახურება.

საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და მისი სამომავლო განვითარების ხელშეწყობა. საქართველოს ბანკი ცდილობს ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი პროექტები უწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასბიზნეს გარემოს წახალისებასა და ეკონომიკის განვითარებას.  პროექტში საქართველოს ბანკის ფინანსური თანამონაწილეობის თანხა  2 000 000-ზე მეტ ლარს შეადგენს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ.

კომპანიამ „ზოდი“ 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო ქართული ბუნებრივი ქვების (გრანიტი, ტუფი, დიაბაზი ბაზალტი, კირქვა) საწარმოს გახსნის იდეის განხორცილება, რომელიც 2019 წელს დაასრულა. „ზოდი“- ქართული ქვის საწარმოში იწარმოება მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასის ქართული ქვები. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 000 000 ლარია, რომლიდანაც 2 500 000 ლარი დაფინანსებულია პროგრამააწარმოე საქართველოშიმხარდაჭერით.  საწარმო, რომელიც 9200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული (აქედან 8000 2 სასაწყობე ფართია) აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 2ია. საწარმოში 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით 20 ადამიანია დასაქმებული, მათი რაოდენობა წლის ბოლომდე 28-მდე გაიზრდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები