ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0785        EUR 3.6237        GBP 4.0137        RUB 4.2107        UAH 1.1162        AZN 1.8109        AMD 6.3425      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
აშშ -ს მე-2 ფონდს მაჟორიტარობა სურს, SSA მარინი ჯერ ისევ მინორიტარია
30 ოქტომბერი, 2019, 15:05
აშშ -ს მე-2 ფონდს მაჟორიტარობა სურს, SSA მარინი ჯერ ისევ მინორიტარია

თბილისი (GBC) – ანაკლიის პორტში კიდევ ერთი ამერიკელი ინვესტორის შესლაზე, ლევან ახვლედიანმა კონფიდენციალობის დაცვით, პარლამენტს არასრული ინფორმაცია მიაწოდა, ოპტიმისტური დაშვებით, რომ დიდი ალბათობით შევა. ინვესტორს დომინანტ აქციონერად სურს შესვლა. ამერიკელი მინორიტარი SSA მარინი კი პროექტში თავიდანვე იყო წარმოდგენილი. ასევე კონსორციუმიდან გასული კონტი ჯგუფი, 5 მლნ-იანი ინვესტირების მზაობით.

კონსორციუმის გენერალურ დირექტორს Meridian Capital Limited-ზეც მოუწია პასუხი, ყაზახური ფონდის 40% -მდე თანამონაწილეობაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. "ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ყაზახური ჯგუფის ჰონგ კონგში  დაფუძნებული კომპანიის უარის გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს გაავრცელა. 29 ოქტომბერს აღარ დაელოდა, წინადადების განხილვის ვადის ამოწურვამდე  პროექტიდან  გავიდა.

ლავან ახვლედიანმა ჩინური გავლენის პრევენციისთვის კონსორციუმის დიდ ძალისხმევაზე განაცხადა. 30%-ზე მეტი მიუღებელი იყო, ჩინური მხარისთვის 80%-ზე ნაკლები.

მისი თქმით ყაზახური კომპანიის მონაწილეობა სასარგებლო იქნებოდა 8 მლნ ტონა საექსპორტო ტვირთების განკარგვის თვალსაზრისით, რომლის ნაწილი ჩვენ დერეფანშიც მოხვდებოდა.

 

მე-2 ინვესტორის წინადადების განხილვა, 21 ოქტომბერს, ჰოლანდიურ Van Oord-ს  4.1%-იანი წილზე გარიგებით დასრულდა, 5 მილიონის ინვესტირების დათქმით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები