ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9568        EUR 3.2566        GBP 3.801        RUB 4.5941        UAH 1.2157        AZN 1.7411        AMD 6.1987      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Fitch: დედოლარიზაცია ნელი პროცესია, საბანკო სექტორი კვლავ მგრძნობიარეა კურსის მიმართ
მარიამ მინაძე
6 ნოემბერი, 2019, 15:19
Fitch: დედოლარიზაცია ნელი პროცესია, საბანკო სექტორი კვლავ მგრძნობიარეა კურსის მიმართ

თბილისი (GBC) - ახლო მომავალში ქართულ ბანკებში სესხების ზრდა კონტროლქვეშ უნდა დარჩეს, როგორც უფრო მკაცრი მარეგულირებელი სტანდარტებით საცალო დაკრედიტების მიმართულებით და მჭიდრო მონეტარული პოლიტიკით ახალი დაკრედიტების შეზღუდვის თვალსაზრისით, - ამის შესახებ სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოზე საუბრისას განაცხადა.

წლიურ ჭრილში, დაკრედირების ზრდა 7.7%-მდე შენელდა (1H19), 2018 წლის 17.2%-დან, მიმდინარე წლის დასაწყისში უფრო მკაცრი ხელმისაწვდომობის კრიტერიუმების შემოღების შემდეგ, საცალო დაკრედიტების ზრდის სიჭარბის გადასაჭრელად.

Fitch ელის, რომ ბოლო დროინდელი პოლიტიკის განაკვეთის ზრდა პასუხობს გაცვლითი კურსის არასტაბილურობას და მომდევნო ინფლაციური ზეწოლა ხელს შეუწყობს სესხის ზრდის შემცირებას, ადგილობრივი ვალუტაში სესხის გაძვირებით.

სარეიტინგო სააგენტოს ასევე მიაჩნია, რომ უცხოური ვალუტის სესხის ზრდა  სავარაუდოდ შემცირდება, წლის დასაწყისში საცალო სესხის მინიმალური ოდენობის გაზრდით, რაც ხელს შეუწყობს  სესხების მაღალი დოლარიზაციის მოგვარებას.

მათივე განცხადებით, დედოლარიზაცია ნელი პროცესია, რაც ნიშნავს იმას, რომ ბანკების საკრედიტო და გადახდისუნარიანობა კვლავ მგრძნობიარეა გაცვლითი კურსის მოძრაობების მიმართ.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სესხების დოლარიზაციამ 57% შეადგინა, დეპოზიტების დოლარიზაციამ კი 63%, რაც კვლავ მაღალია და თითქმის არ შეცვლილა 2017 წლის ბოლოსთან შედარებით (57% და 66% შესაბამისად).

2019 წლის დასაწყისიდან, ქართული ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 11%-ით გაუფასურდა, ხოლო მაშინ როდესაც საბანკო სექტორის მარეგულირებელი უმოქმედო სესხები სტაბილური რჩება (1H19 - მთლიანი სესხების 5.7%), დამატებითმა გაუფასურებამ, შესაძლოა შეასუსტოს აქტივების ხარისხი, რადგან მსესხებლები ძირითადად სავალუტო რისკებისგან დაუცველები არიან.

უცხოური ვალუტაში არსებული ვალდებულებებისგან, დოლარიზაციის რისკის შესამცირებლად მოკლევადიან პერიოდში, ქართულ ბანკებს მოეთხოვებათ ცენტრალურ ბანკში მათი უცხოური ვალუტის მოკლევადიანი ვალდებულებების 30%-ის ექვივალენტის რეზერვები განათავსონ.

თუმცა, Fitch-ის თქმით, გრძელვადიანი უცხოური ვალუტის ვალდებულებები, რომელთაც უფრო დაბალი რეზერვების მოთხოვნები გააჩნიათ (ზოგჯერ საერთოდ არ გააჩნიათ), მზარდ დოლარიზაციის რისკს წარმოადგენს.

სარეიტინგო სააგენტოს განცხადებით, ბანკები მზარდად არიან დამოკიდებული გრძელვადიან საგარეო დაფინანსების წყაროებზე, რათა თავისი ზრდა დააფინანსონ. ადგილობრივი ვალუტის დაფინანსების შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, განსაკუთრებით მომხმარებელთა ანაბრები და საგარეო სესხები ახლა სექტორის ვალდებულებების მესამედს წარმოადგენენ, რაც 2019 წლის პირველი ნახევრისთვის $4.4 მილიარდამდე გაიზარდა, 2016 წლის ბოლოს არსებული $4 მილიარდიდან.  

თუმცა მაინც, Fitch მიიჩნევს, რომ ასოცირებული რეფინანსირების რისკი უახლოეს პერიოდში შეზღუდულია, თუ გავითვალისწინებთ, საგარეო სესხების უმეტეს ნაწილს, რომელიც გრძელვადიანია და საგარეო ლიკვიდურობას, რომელსაც ბანკები ფლობენ მომავალი ვალდებულებების დასაფარად.

Fitch ინარჩუნებს სტაბილურ ხედვას ქართული საბანკო სექტორის მიმართ, რადგან ახლო მომავლის კარგი ეკონომიკური პერპექტივები, შესაძლოა ბანკებს ფინანსური პროფილების მხარდასაჭერად დაეხმაროს.

უმრავლეს ბანკებს სოლიდური კაპიტალის ბუფერები და ჯანსაღი მომგებიანობა გააჩნია, რითიც ისინი შეძლებენ იყვნენ მდგრადი ზომიერი სტრესის დონეებთან.

Fitch-მა 7 ქართული ბანკი შეაფასა : TBC Bank (BB-/სტაბილური), Bank of Georgia (BB-/სტაბილური), Liberty Bank (B+/სტაბილური), ProCredit Bank (Georgia) (BB+/სტაბილური), Basisbank (B+/სტაბილური), Cartu Bank (B/სტაბილური) and Halyk Bank Georgia (BB-/პოზიტიური).

სარეიტინგო სააგენტო განმარტავს, რომ ბანკების რეიტინგი სენსიტიურია შიდა ეკონომიკურ შესრულებასთან და ადგილობრივი ვალუტის სტაბილურობასთან მიმართებაში.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები