GE EN
სხვა სიახლეები
ვერონაში ქართული ღვინო ორ გამოფენაზე წარადგინეს

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და პოპულარიზაციისთვის, აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.„Vinitaly“ ქ. ვერონაში 1967 წლიდან  ტარდება და ის არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის ათასამდე კომპანია მონაწილეობდა.ქარვისფერი ღვინოების გამოფენა „Orange Wine Festival“ წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. წელს ვერონაში გამართულ ფესტივალში მონაწილეობდა ღვინის 87 მწარმოებელი მარანი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან: საქართველო, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია, საბერძნეთი, ავსტრია,  სლოვაკეთი, ხორვატია, ბულგარეთი და ჩეხეთი.აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს  აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ინტენსიურად ახორციელებს.

1713436478

ლაგარდი: რუსეთის აქტივების გამოყენებით შესაძლოა საერთაშორისო წესრიგი დ...

„ოთხი სხვადასხვა სქემა ვნახე იმის გვერდის ასავლელად, რასაც ბევრი სხვა იურისტი ძალიან სერიოზულ იურიდიულ დაბრკოლებად აფასებს და რომელსაც შეიძლება ეწოდოს საერთაშორისო სამართლის წესრიგის დარღვევა“, – თქვა ლაგარდმა ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც Financial Times ციტირებს.ევროპის ბანკის ხელმძღვანელის აზრით, ძალიან დიდი ყურადღებით მიდგომას საჭიროებს აქტივების გაყინვიდან მის კონფისკაციაზე გადასვლა.ქალბატონმა ლაგარდმა ყურადღება გაამახვილა რუსული აქტივების განთავსებაში არსებულ „უზარმაზარ ასიმეტრიაზე“: აშშ–შია განთავსებული $6 მლრდ, ევროზონაში – 200 მლრდ ევროზე მეტი.მანამდე აშშ–ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი რუსეთის აქტივების გამოყენების ერთ–ერთ ვარიანტად მის უკრაინისთვის გადამისამართებას განიხილავდა. რუსულ აქტივებთან დაკავშირებით საბოლოო გეგმა G7–ის სამიტზე დაიდება, რომელიც ივნისშია ჩანიშნული. 

1713431414

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Exp...

3-დღიანი  ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600 მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს გაეცნონ.საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ. ჰოლანდიურ პოლონურ, ნორვეგიულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, UN STUDIO, TSR, SITA, RESA და DIMARK-თან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს. შეხვედრები გაიმართა აეროპორტების გაერთიანების მიმდინარე საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებთან პოტენციურ მომწოდებლებთან.გამოფენაზე აეროპორტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ერთმანეთს ესაუბრონ  გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. ასევე, დაათვალიერონ, ადგილზე შეხვდნენ პოტენციურ მიმწოდებლებს აეროპორტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სპეცტექნიკის, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ინვენტარის სამომავლოდ შესყიდვის მიზნით. 

1713430019

იუანის წილი SWIFT-ზე განხორციელებულ ტრანზაქციებში რეკორდულ ნიშნულზეა

SWIFT-ით ანგარიშსწორებებში ლიდერის პოზიციას მყარად ინარჩუნებს ამერიკული დოლარი – 47,37%. სავაჭრო ანგარიშსწორებებში ამერიკული ვალუტის წილმა 84,13% შეადგინა. გლობალურ ანგარიშსწორებებში ევროს მეორე ადგილი უკავია 21,93%–ით. ევროპული ვალუტა ასევე მეორე ადგილზეა სავაჭრო გარიგებებში – 5,89%–ით. იუანი საერთაშორისო ანგარიშსწორებებში მეოთხე ადგილს კი იკავებს, თუმცა სავაჭრო სეგმენტში მესამე ადგილზეა დაწინაურებული – 5,28%–ით.ვალუტების რეიტინგი SWIFT-ზე განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით:USD (აშშ დოლარი) — 47,37%;EUR (ევრო) — 21,93%;GBP (გირვანქა სტერლინგი) — 6,57%;CNY (ჩინური იუანი) — 4,69%;JPY (იაპონური იენა) — 4,13%.

1713427993

ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის...

ბაზისბანკის სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების მხარდაჭერა და წახალისება, რომლებიც ამავდროულად ჩართულნი არიან კურიკულუმსგარე აქტივობებში.საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია ქართულ აკადემიურ სივრცეში. ბაზისბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და ბანკის მიერ დაწესებული სასტიპენდიო პროგრამა კი, განსაკუთრებული შესაძლებლობაა საბაუნის სტუდენტების მოტივაციის ამაღლებისა და აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად, რაც თავის მხრივ, ყოველწლიურ შედეგებშიც აისახება.„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-11 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალგაზრდა თაობის განათლების მხარდაჭერის პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. ასევე, ვთანამშრომლობთ საქართველოს სხვადასხვა საშუალო და უმაღლეს სასწავლებელთან და მნიშვნელოვან კონტრიბუციას ვახორციელებთ მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გვაქვს გაცემული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

1713426566

საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომა უფრო გაადვილდება

ნათია თურნავას ახლდა სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი.ისაუბრეს Clearstream-თან თანამშრომლობაზე, როგორც სავალუტო რეზერვების მართვის, სევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.აღინიშნა Clearstream-ის პოზიტიურ როლზე, საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებისთვის ქართულ ბაზარზე წვდომის გაადვილებაში.იან ვილემსმა აღნიშნა, ქართულ საფინანსო ინსტიტუტების მზარდ როლზე რეგიონის ფინანსურ სექტორში.ნათია თურნავამ Clearstream-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ევროპის ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა და ასევე აქტიურია გლობალური მასშტაბითაც.მისივე თქმით, Clearstream-თან თანამშრომლობა საქართველოს ფინანსური სექტორის გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია და ხელს შეუწყობს რეგიონის ფინანსურ ჰაბად ქვეყნის ჩამოყალიბებას.მხარეებმა ახალი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, უცხოელი ინვესტორებისთვის სახსრების დაბანდების რისკის შემცირების და ინვესტირების გაადვილებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.  

1713368400