ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9568        EUR 3.2566        GBP 3.801        RUB 4.5941        UAH 1.2157        AZN 1.7411        AMD 6.1987      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ს 1 გზა რჩება - ₾200 000 ჭერის მოხსნა
8 ნოემბერი, 2019, 18:43
სებ-ს 1 გზა რჩება - ₾200 000 ჭერის მოხსნა

თბილისი (GBC) -   ეკონომიკური ზრდა 5.7%, გამოცოცხლებული მშენებლობა, გაზრდილი შიდა ინვესტიციები, რასაც საბანკო დაკრედიტებაც უწყობს ხელს, ეს და  S&P-ის 1 საფეხურით გაუმჯობესებული რეიტინგის სიკეთე გაუფასურებული ლარის მხრიდან წნეხს ვერ ანეიტრალებს. ოქტომბრის წლიური ინფლაცია -6.9%-ია და სამომხმარებლო ფასები გაზრდილი.

საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, ლარი/დოლართან  გაუფასურებას განაგრძობდა. ლარზე ზეწოლის მოსახსნელად, ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა $72.8 მლნ,  გაზარდა განაკვეთი  6.5%-დან 8.5%-მდე და შეამცირა სარეზერვო ნორმა, მაგრამ ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება.

"ვერ ვხედავთ  განაკვეთის შემდგომი ზრდის საჭიროებას. თუმცა,  ველოდებით, რომ სებ-ი უცხოური ვალუტის ლიკვიდობას კვლა გაზრდის ლარის მხარდასაჭერად", - გალტ & თაგარტი დედოლარიზაციასთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული მიდგომის საჭიროებას ხედავს,  რადგან ლარში სესხების ზრდა, ლარის მიმართ უნდობლობა და დოლარის დეპოზიტების ზრდა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის სისუსტის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს.

ზეწოლა შესაძლებელია აღმოიფხვრას ლარით დაკრედიტების 200,000-იანი ჭერის შემცირებით. ეს ასევე სასურველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების და 2019 და შემდგომ წლებში მთავრობის შიდა ვალის ზრდის გათვალისწინებით.

დედოლარიზაცია სასარგებლოა ეკონომიკისთვის, თუმცა ჩვენ ამას ვხედავთ როგორც გრძელვადიან პროცესს კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით.

ჩვენი გათვლებით წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია  7.0% შენარჩუნდება.


 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები