ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8079        EUR 3.037        GBP 3.6233        RUB 4.2987        UAH 1.1456        AZN 1.6559        AMD 5.8663      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი SWIFT gpi ში ჩაერთო
15 ნოემბერი, 2019, 12:17
საქართველოს ბანკი SWIFT gpi ში ჩაერთო

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ინოვაციური  სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში,  ვინც  SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო.  SWIFT gpi არის ახალი სტანდარტი საერთაშორისო სავალუტო  ტრანზაქციებში, რომელიც პროცესს ხდის უფრო სწრაფს და გამჭვირვალეს. ინოვაციური სისტემა იძლევა ტრანზაქციების მარშუტის ონლაინ რეჟიმში შემოწმების, ტრანზაქციების საკომისიოების გამჭვირვალობისა და ეფექტური ანგარიშსწორების შესაძლებლობას. SWIFT–მა შექმნა ერთიანი გლობალური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ბანკებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო ეფექტურად, დროის მოკლე მონაკვეთში მოახდინონ ტრანზაქციების განხორციელება და განაახლონ ტრანზაქციის მიმდინარე სტატუსები, ასევე ნახონ მონაწილე ბანკების მიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებული საკომისიოები.

 

SWIFT gpi პროდუქტის დანერგვამდე,  საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებში მონაწილე ბანკებისთვის  ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ტრანზაქცია ხვდებოდა მათ სისტემაში. შესაბამისად, პროცესი არ იყო ისეთი გამჭვირვალე, როგორც ახლა. ინოვაციური სისტემის დანერგვამდე ბანკებს არ გააჩნდათ მიმდინარე სტატუსი და სრული სურათი ტრანზაქციებზე არსებულ ჯაჭვში.

 

SWIFT gpi-ის სერვისით უკვე 3500-ზე მეტი ბანკი სარგებლობს და დღითიდღე იზრდება მონაწილე ბანკების რაოდენობა, რადგან აღნიშნული პროდუქტი დიჯიტალიზაციის მიმართულებით  არის  მნიშვნელოვნად  წინ გადადგმული ნაბიჯი. ხოლო საქართველოს ბანკი კი პირველი კორპორატიული ბანკია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც  Swift GPI მომსახურების სრულუფლებიანი წევრი გახდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები