ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8079        EUR 3.037        GBP 3.6233        RUB 4.2987        UAH 1.1456        AZN 1.6559        AMD 5.8663      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ხაზარაძე: ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ აქვს
2 დეკემბერი, 2019, 16:12
 ხაზარაძე: ივანიშვილს  და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ აქვს

თბილისი (GBC) - ლელოს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას საქართველოში მომავალი არ აქვს. მამუკა ხაზარაძემ თიბისის საქმეზე სასამართლო სხდომის შემდეგ თქვა, რომ არ დაიღლება სასამართლოში სიარულით და გამოსავალი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის საქართველოდან წასვლაა.

„გამოსავალი ერთია, ივანიშვილმა უნდა გაიაზროს და დატოვოს ქვეყანა. მისი რუსული მენტალობით, იმ მეთოდებით, რომლითაც ის ქვეყანას მართავს, საქართველოს მომავალი არ გააჩნია", - განაცხადა ხაზარაძემ. ლელოს დამფუძნებელი ზღაპრებს და ფანტაზიას უწოდებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს.

"ვისითაც გვაშინებს იმას ელაპარაკოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ჩვენ დაგვანებოს თავი. ჩვენ ავაშენებთ ახალ ქვეყანას. შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და ეს ქვეყანა იქნება წარმატებული“,-განაცხადა ხაზარაძემ.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები