ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1865        EUR 3.5071        GBP 3.9028        RUB 4.4949        UAH 1.185        AZN 1.8695        AMD 6.5874      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
PISA : მოსწავლეების ქულებით საქართველო კვლავ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშია
3 დეკემბერი, 2019, 12:27
PISA : მოსწავლეების ქულებით საქართველო კვლავ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებშია

თბილისი (GBC0 - ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” PISA 2018 წლის შედეგების თანახმად, საქართველომ მონაწილე 79  ქვეყანას შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შედეგები აჩვენა.

კვლევა, რომელიც 1990 წლიდან ტარდება აანალიზებს მოსწავლეთა შედეგებს მათემატიკაში, მეცნიერებასა და კითხვაში (წაკითხულის გააზრება).

საქართველოს შედეგები 2018 წლის კვლევის მიხედვით შემდეგია:

კითხვა - 380

მათემატიკა - 398

მეცნიერება - 383

ამ შედეგებით, საქართველო კვლევაში მონაწილე ქვეყნებიდან მხოლოდ პანამას, ინდონეზიას, მოროკოს, ლიბანს, კოსოვოს, ფილიპინებს და დომენიკის რესპუბლიკას უსწრებს.

საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. კერძოდ, საშუალო ქულა კითხვაში 487-ია, მათემატიკაში 489, ხოლო მეცნიერებაში 489.

საუკეთესო შედეგი კვლევის მიხედვით ესტონეთს, სინგაპურს, ჩინეთს და კანადას აქვთ, რომლის მოსწავლეებმაც სამივე კომპონენტში საშუალოზე მაღალი შედეგები აჩვენეს.

PISA-ს მიზანია შეამოწმოს თუ რამდენად არიან მოსწავლეები მზად საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები