ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8929        EUR 3.1871        GBP 3.7642        RUB 4.6063        UAH 1.1751        AZN 1.7037        AMD 6.0432      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს რკინიგზამ ლარის გაუფასურებით 152 მილიონი დაკარგა
12 დეკემბერი, 2019, 19:21
საქართველოს რკინიგზამ  ლარის გაუფასურებით 152 მილიონი დაკარგა

თბილისი (GBC) -  საქართველოს რკინიგზას დანაკარგი 4.4-ჯერ გაეზარდა. წლის პირველი 9 თვეში  წმინდა ფინანსური დანაკარგი 152.4 მლნ ლარია.


გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, სახელმწიფო კომპანიის ფინანსური დანაკარგი 34 მლნ ლარი იყო. 118.4 მილიონის ნეგატიურ სხვაობას რკინიგზის მენეჯმენტი ლარის გაუფასურებით ხსნის.


9m/2019  ანგარიშში რკინიგზა მიუთითებს რომ ლარის კურსის დოლარის მიმართ გაუფასურებას მკვეთრი გავლენა აქვს კომპანიის ფინანსურ დანაკარგებზე, რადგან რკინიგზის როგორც ტარიფები, ასევე ვალდებულებების ნაწილიც უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.


2018 წლის ბოლოდან, 30 სექტემბრის ჩათვლით, ლარი დოლარის მიმართ 10%-ით გაუფასურდა (2.68-დან 2.96-მდე). შედეგად რკინიგზამ 125.1 მილიონი ლარის წმინდა დანაკარგი მიიღო წლის 9 თვეში.


ამასთან 2017 წლის 31 დეკემბრიდან 2018 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 1%-ით გაუფასურდა (2.59-დან 2.62-მდე), ამ პერიოდში რკინიგზამ კურსის გაუფასურების გამო 10.5 მლნ ლარი დაკარგა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები