ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8079        EUR 3.037        GBP 3.6233        RUB 4.2987        UAH 1.1456        AZN 1.6559        AMD 5.8663      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკმა FMO-ს სინდიცირებით $107 მლნ მოიზიდა
17 დეკემბერი, 2019, 14:50
საქართველოს ბანკმა FMO-ს სინდიცირებით $107 მლნ მოიზიდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის 10 წლიან სუბორდინირებული სინდიცირებული სესხი მიიზიდა. შესაბამისი ხელშეკრულება ბანკმა უკვე გააფორმა.

შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO - Dutch entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution - Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group.

რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის ბაზელ  III–ის რეგულაციის ფარგლებში და ბანკის კაპიტალის პოზიციებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

FMO-სთან ჩვენი გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხი ბაზელ III-ის რეგულაციების ფარგლებში კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს, მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც  ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები