ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8079        EUR 3.037        GBP 3.6233        RUB 4.2987        UAH 1.1456        AZN 1.6559        AMD 5.8663      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბანკებს გაკოტრებისგან რეზოლუცია გადაარჩენს - სებ-ის ახალი რეგულაცია
25 დეკემბერი, 2019, 12:04
ბანკებს გაკოტრებისგან  რეზოლუცია გადაარჩენს - სებ-ის ახალი რეგულაცია
თბილისი (GBC) - სებ-ს ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა, ცვლილებების პაკეტი  ბანკის პრობლემებზე ადრეული რეაგირების შესაძლებლობას მისცემს.

რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარი ალტერნატივაა, გამოიყენება, ლიკვიდაციის რეჟიმში არსებული ბანკის მიმართ, რომლის მხრიდან სექტორის სტაბილურობაზე საფრთხისრისკების გამოიკვეთება. 

რეზოლუცია დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებულ დაცვას და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. 

ჩარჩოში სებ-ი სარეზოლუციო ინსტრუმენტებს გამოიყენებს, კომერციული ბანკის შერწყმისთვის, აქტივების გასხვისებისთვის, დროებითი ბანკი შეიქმნება, რომლის მფლობელობას ფინანსთა სამინისტროს არ უზღუდავს.

აქტივების დროებითი ბანკისთვის გადაცემა, კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია ახალი აქციების გამოშვების ან ბანკის ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით (Bail-in).

"ჩარჩო კრიზისულ სიტუაციებში სებ-ს აძლევს ბერკეტს, ზრუნველყოს კომერციული ბანკის კრიტიკული ფუნქციების უწყვეტობა, დეპოზიტართა ინტერესების დაცვა სახელმწიფო ბიუჯეტის მინიმალური დანახარჯებით, რაც დადებითად იმოქმედებს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე. რეზოლუციის ჩარჩო ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში, სსფ-ის და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებით შემუშავდა, ხოლო საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები", -  განაცხადა  სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.

 „ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების ძირითადი ელემენტებსა" და ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ 2014 წლის 15 მაისის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივაზე დაყრდნობით შემუშავდა. რეზოლუციის ჩარჩოს სრული ამოქმედებისთვის ნორმატიულ აქტებზე მუშაობას ეროვნული ბანკი 2020 წელს გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები